სხვა რა გავლენას ახდენენ უარყოფითი ემოციები გულზე 2018, 22 ოქტომბერი, 20:53
ჩვენი ემოციები ქმნის იმას, რაც ჩვენ ვართ. ეს ემოციები ხშირად ჩვენს გრძნობას მართავს და ჩვენს საქციელსა და ინდივიდუალურ ქმედებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ემოცია კონკურენციის მოტივაციას გვაძლევს და ჩვენ მოქმედებას განსაზღვრავს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ემოციები გავლენას ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე ახდენს.
რა გავლენას ახდენს უარყოფითი ემოციები გულზე
წლების განმავლობაში, მედიცინის წარმომადგენლების ადამიანის ემოციური მდგომარეობის და მის გავლენას ფიზიკურ ჯანმრთელობაზე სწავლობდნენ. დღეს მნიშვნელოვანი მონაცემები არსებობს, რომლებიც გვიჩვენებს რომ განწყობის ამაღლება ცხოვრების ხარისხზე გავლენას ახდენს და ბევრი დაავადებისგან დასუსტებულ ორგანოებს აძლიერებს.
ემოციურად ჯანსაღი ადამიანები უკეთ აკონტროლებენ ემოციებსა და ქცევას. მათ შეუძლიათ ცხოვრების სირთულეები მარტივად გადაჭრან და უფრო მყარი ურთიერთობები შექმნან. წარუმატებლობის შემდეგ უფრო მალე აღიდგენენ ენერგიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ემოციების მართვა ვისწავლოთ. ნეგატიურმა ემოციამ შეიძლება ჩვენს ტვინს და სულს ზიანი მიაყენოს. თუმცა, კვლევები ცხადყოფს, რომ ეს მღელვარე ემოციები ჩვენს იმუნურ სისტემას აზიანებს. უარყოფითმა გრძნობებმა შეიძლება სტრესის დონე გაზარდოს და ჩვენს გულს უფრო სწრაფად მუშაობა აიძულოს, გაზარდოს გულისცემა. როცა არაკეთილმოსურნე რეაქციები თავს გვესხმის, ჩვენი არტერიული წნევა იზრდება და გულმა შეიძლება თავისი ელექტრო სტაბილურობა შეცვალოს. ამ ყველაფერმა კი გულის დაავადებების განვითარება შეიძლება გამოიწვიოს. ნეგატიურ სიტუაციაზე დადებითად რეაგირებით, არა მხოლოდ განწყობას აიმაღლებთ, არამედ დაავადებასაც თავიდან აიცილებთ. როგორც დადებით, ასევე უარყოფით ემოციებს თავისი მიზანი აქვს, მაგრამ სიტუაციაზე თქვენი რეაქციის ბალანსის დაცვა ცხოვრებას გაცილებით გაგიუმჯობესებთ. როცა დაიწყებთ იმის გააზრებას, თუ ემოციები თქვენზე რა გავლენას ახდენენ, თქვენ კარგის და ცუდის გარჩევას, შემდეგ კი ბალანსის დაცვას შეძლებთ. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ვეძებოთ ბედნიერება, ჩვენ შეგვიძლია ემოციებს, სულსა და სულისკვეთებას შორის უფრო ჰარმონიული ბალანსი შევქმნათ. როცა თქვენ შინაგან ემოციებს უკავშირდებით, გარემოს უფრო უკეთ მართავთ. თქვენ არ გჭირდებათ იყოთ ამა თუ იმ გრძნობის ან ემოციის მატარებელი რობოტი. უბრალოდ შეგიძლიათ უფრო რაციონალური და მგრძნობიარე ადამიანი გახდეთ, რომელსაც მოვლენების კონტროლი შეუძლია. 156 შეფასება არ არის
|