სხვა რას ფიქრობენ პატარები სიყვარულზე? 2012, 9 ივლისი, 1:42 "მე ვიცი, რომ ჩემ დას ვუყვარვარ, რადგან ის მე მაძლევს თავის ძველ ნივთებს და თავისთვის ახალი ნივთების ყიდვა უწევს" ლორენი, 6 წლის
"სიყვარული- ეს არის როცა უყვარხართ და შენ სახელს განსაკუთრებული მოწიწებით წარმოთქვამენ" –ბილი, 4 წლის
"სიყვარული იყო, როცა ბებიას დაეწყო ართრიტი, მას აღარ შეეძლო დახრილიყო და ლაკი წაესვა ფეხზე. მაშინ ბაბუა თვითობ უსვამდა მას ლაკს, იმის შემდეგაც კი, როცა თვითონაც ართრიტი დაემართა ხელებში. რებეკა, 8 წლის
"სიყვარულია, როცა უყოფ შენ წილ შემწვარ კარტოფილს და არ ელოდები იგივეს მისგან" კრისი, 6 წლის
"სიყვარულია, როცა შენ იცინი მიუხედავად დაღლილობისა" ტერი 4, წლის "სიყვარულია არის ის რაც ჩნდება ოთახში შობას, თუ შენ შეეშვები საჩუქრების გახსნას აუცილებლად დაინახავ" ბობი, 7 წლის "სიყვარულია, როცა დედა აძლევს მამას შემწვარი ქათმის საუკეთესო ნაჭერს" ელენი, 5 წლის "სიყვარული, როცა დედა ხედავს მამას ოფლიანსა და ჭუჭყიანს, მაგრამ მაინც ეუბნება რომ ის რობერტ რედფორდზე ლამაზია" კრისი, 8 წლის "ყველაზე მეტად დედას ვუყვარვარ, რადგან მის გარდა არ მგონია ვინმე მკოცნიდეს ღამე ჩუმად" კლერი, 5 წლის "სიყვარულია, როცა დედა ხედავს მამას საპირფარეშოში და მას არ ეზიზღება" მარკი, 6 წლის "სიყვარულია, როცა დედა მამას უდუღებს ყავას და ჯერ თვითონ სინჯავს იმის შესამოწმებლად გემრიელი გამოვიდა თუ არა." დენი, 7 წლის 67 5-ს მოსწონს
|