კონფლიქტები ჰადერსფილდის უნივერსიტეტმა ჰოლოკოსტის ცენტრი გახსნა 2018, 21 ოქტომბერი, 12:52 ჰადერსფილდის უნივერსიტეტში გაიხსნა ჰოლოკოსტის ცენტრი. ცენტრში შეგიძლიათ ნახოთ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი არტეფაქტები და ბრძოლა სიცოცხლისათვის იმ ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერს შეეწირენ. აღსანიშნავია, რომ ჰოლოკოსტის დროს 6 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ამ ბოროტებას გადარჩენილმა თრუდე სილმანმა კი განაცხადა :"ჩემთვის დღემდე გაუგებარია ეს რატომ ხდებოდა, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ განსხვავებული ფერისა და შემოქმედების მიუხედავად" თავდაპირველად მან თავი დაახწია ბრატისლავას, 9 წლის ასაკში, საიდანაც ბიძალიშვილთან და დეიდასთან ერთად ინგლისში ჩააღწია, იზრდებოდა სხვადასხვა სახლებში და მონასტრებში. იმ დღის შემდეგ არასოდეს უნახია ოჯახის წევრები.მისი თქმით:" მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დამთავრდა ჩვენ მაინც ყველანი შევიცვალეთ, სიცოცხლე თითქმის განადგურებულია." ცენტრის დირექტორი ლილიან შეი:, "სურათებმა შეიძლება ათასობით ისტორია მოგიყვეთ, ეს არის ადამიანის სულის სიმტკიცე მრისხანებაში, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს გამოფენა მართლაც მნიშვნელოვანია." 21 1-ს მოსწონს
|