საბუნებისმეტყველო "ღმერთი არ არსებობს"-გამოქვეყნდა სტივენ ჰოკინგის უკანასკნელი წიგნი 2018, 19 ოქტომბერი, 17:15 გამოქვეყნდა გენიოსი ფიზიკოს-თეორეტიკოსის, სტივენ ჰოკინგის უკანასკნელი წიგნი "მოკლე პასუხები დიდ საკითხებზე"(brief answers to the big questions).
ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დიდი ფიზიკოსი უკანასკნელ წიგნში ამბობს, რომ "ღმერთი არ არსებობს"(თუმცა მას ეს ადრეც არაერთხელ განუცხადებია), იგი წერს, რომ ყველა მოვლენის ახსნა, რაც სამყაროში ხდება ფიზიკური კანონებით არის შესაძლებელი, "ღმერთი არ არსებობს და სამყაროს არავინ მართავს"-წერს ის. "საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც მე ვარ, ღმერთების დაწყევლილია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის ახსნა სხვა გზით შეიძლება, ბუნების კანონით." რელიგიიის გარდა ჰოკინგი სხვა თემებსაც შეეხო, მაგალითად: მეცნიერს მიაჩნია, რომ მომავალში ჩამოყალიბდება ახალი რასა, რომელიც შეავიწროვებს სხვა ხალხებს, ჰოკინგმა ისიც აღნიშნა, რომ სიცოცხლე სხვა პლანტებზეც არსებობს და 100 წლის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება მოგზაურობა მზის სისტემის ნებისმიერ წერტილში. იხილეთ აგრეთვე
120 5-ს მოსწონს
|