საბუნებისმეტყველო ტაილანდში ერთ კვირაზე მეტია ცოცხლობს უთავო ქათამი (ვიდეო) 2018, 30 მარტი, 16:42 ტაილანდში მუეანგ-რატჩაბურის ოლქში უკვე 7 დღეა ცხოვრობს ქათამი თავის გარეშე.ფრინველს ამჟამად ადგილობრივი ვეტერინარი უვლის.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ქათამმა თავი დაკარგა რომელიმე მტაცებლის თავდასხმის შემდეგ.ფრინველს ნახევარი თავი წაცლილი აქვს და ამის გამო არ შეუძლია ჭამა, ამაში მას ეხმარება ვეტერინარი სუპაკადი.
"ფრინველს სამუდამოდ მოვლა სჭირდება, ვინმემ ხომ უნდა იზრუნოს მასზე, ეს არის ნამდვილად, ძლიერი სულით მებრძოლი ქათამი, "-აღნიშნა ვეტერინარმა სუპაკადი არუნ ტონგმა .
რამდენ ხანს იცოცხლებს ქათამი უცნობია.შეგახსენებთ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფაქტი ისტორიაში გახლავთ აშშ-ში, შტატ კოლორადოში, ფერმერ ლოიდ ოლსენის ქათამი სახელად მაიკი, რომელმაც 1945 წლის აპრილიდან 1947 წლის მარტამდე უთავოდ იცოცხლა( ფრინველი შემდგომ სოლტ ლეიკ სიტში, იუტას შტატის უნივერსიტეტში გადაიყვანეს დაკვირვებისათვის).
307 5-ს მოსწონს
|