საზოგადოებრივი ჯვარცმის ანატომია,ფაქტები და მისი წარმოშობის ისტორია+14 2018, 12 აპრილი, 17:15 ჯვარცმა, როგორც სიკვდილით დასჯის მეთოდი უძველესი დროიდან არის ცნობილი ბაბილონში, კართაგენში, საბერძნეთში, პალესტინაში, თუმცა ყველაზე გავრცელებული იყო ძველ რომში, რომელიც იმ პერიოდში ყველაზე სასტიკ, მტკივნეულ და განსაკუთრებით დამამცირებელ ფორმად ითვლებოდა.
სიკვდილის დასჯის ამ მეთოდით ისჯებოდნენ განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები, სამხედრო ტყვეები, ბუნტისთავები, მოღალატეები, ყაჩაღები და დევნილი მონები. ჯვარი როგორც წესი ასო Т (Crux Commissa)ფორმის იყო, თუმცა არსებობდა სხვა ვარიანტებიც:
ზოგჯერ ძელს პატარა საფეხურს უკეთებდნენ, რომ ჯვარცმულს ზედ ფეხის დადება შეძლებოდა. ძველ რომში საწამებლად ძირითადად პირველს, Т- ფორმის ანუ Crux Commissa-ს იყენებდნენ, სიკვდილმისჯილს ტრადიციულად ძელი-patibulum (წონა 30-დან 50 კილოგრამამდე მერყეობდა) უნდა ეტარებინა, ეს იყო სამარცხვინო პროცესია, შემდეგ კი ძელს ვერტიკალურად დგამდნენ. მსჯავდებულის ხელებს და ფეხებს ძელზე ლურსმნებს ან ხის ჩხირებს არჭობდნენ, ხშირად დამატებით კიდურებს თოკის მეშვეობით ამაგრებდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, იმისთვის, რომ მსჯავდებულის აგონია გაეხანგრძლივებინათ ღამით patibulum -ს ხსნიდნენ, დილით კი ისევ აღმართავდნენ, როგორც წესი ადამიანი აუტანელი, შოკური ტკივილისგან იღუპებოდა. სახარების მიხედვით ჯვარზე აწამეს იესო და მოგვიანებით მისი მოწაფე-მიმდევრებიც: ანდრია მოციქული, პეტრე და წმინდა კლეონიკე. რომაელები ჯვარცმის ამ მეთოდს 313 წლამდე იყენებდნენ, ანუ როდესაც ამ ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოება დომინანტი გახდა, თუმცა სიკვდილით დასჯის ეს ფორმა მოგვიანებითაც დაფიქსირდა.
ჯვარცმა თანამედროვე მსოფლიოში
ჯვარცმა დღემდე სიკვდილის დასჯის ერთ-ერთი მეთოდია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში(სისხლის სამართლის კოდექსი-მუხლი 195), თუმცა თანამედროვე ირანში პრაქტიკაში მისი გამოყენება არ არის დაფიქსირებული, იგივე კანონის მიხედვით მსჯავდებული თუ სამ დღეს გაუძლებს წამებას, მას სიცოცხლეს ჩუქნიან. სუდანშიც, რომელიც შარიათის კანონით ხელმძღვანელობს ნებადართულია როგორც დამნაშავის ჩამოხრჩობა, ასევე ჯვარცმა, არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის მტკიცებით 2002 წელს სწორედ ამ მეთოდით დაისაჯა 88 დანაშავე, რომლებსაც ბრალად ედებოდათ მკვლელობა, შეიაღარებული ძარცვა, რასობრივი შუღლის გაღვივება, რასაც დარფურის რეგიონში 10 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
2009 წლის 23 ნოემბერს საუდის არაბეთში სახალხოდ გამოფინეს 22 წლის ახალგაზრდის ჯვარცმული გვამი, მას ბრალად ედებოდა 5 მცირეწლოვანი ბავშვის გატაცება და გაუპატიურება, რის შემდეგაც მან ბავშვები უდაბნოში მიატოვა დასაღუპად.
125 7-ს მოსწონს
|