შოუბიზნესი როგორი იყო პირველი ოფიციალური სილამაზის კონკურსი საბჭოთა კავშირში 2018, 19 ოქტომბერი, 12:54
20 წლის წინ, 1988 წელს საბჭოთა კავშირში გაიმართა პირველი ოფიციალური სილამაზის კონკურსი "მოსკოველი ლამაზმანი". აღსანიშნავია, რომ სილამაზის კონკურსში დაიშვებოდნენ როგორც გაუთხოვარი სტუდენტი გოგონები, ასევე გათხოვილი გოგონები და სკოლის მოსწავლეებიც კი.
ერთი წლით ადრე გაიმართა "სასინჯი" კონკურსი, რომელიც გაზეთ Московский комсомолец-ის ორგანიზებული იყო. გაიმარჯვა სტუდენმა, მარია გლაზოვსკაიამ.
პირველი ოფიციალური კონკურსის ორგანიზატორი გახდა ქალაქის საბჭო და კომკავშირის კომიტეტი. შესარჩევი კონკურსის გამართვის შესახებ განცხადება რამდენიმე თვით ადრე გამოქვეყნდა, რომელიც გორკის სახელობის კულტურის პარკში გაიმართა. მსურველების რაოდენობა იყო აუარებელი, გორკის პარკის შესასვლელში გოგონების რიგი რამდნიმე კილომეტრზე იყო გადაჭიმული. საბოლოოდ შეირჩა 36 ფინალისტი. გამარჯვებული გახდა მოსკოველი სკოლის მოსწავლე, 16 წლის მაშა კალინინა, რომელიც შემდგომ Burda-ს მოდელი გახდა, შემდეგ იგი შეერთებულ შტატებში გადასახლდა, სადაც ჰოლივუდის სკოლა დაამთავარა. ამჟამად ცხოვრობს ლოს-ანჯელესში. მეორე ადგილი დაიკავა 21 წლის ოქსანა ფანდერამ, კინოს და თეატრის მსახიობმა, რომელიც ჯერ კიდევ პატარაობიდან თამაშობდა ფილმებში( დებიუტი შედგა ცნობილ საბავშვო ფილმში "ელექტონიკას თავგადასავალი"1979 წელი.)
იხილეთ მსგავ თემაზე სილამაზის კონკურსების მცირე ისტორია+ყველა მის საქართველო(ფოტოები) 591 5-ს მოსწონს
|