ტენდენციები ყვითელი ფერი: 2018 წლის შემოდგომის ჰიტი - როგორ ჩავიცვათ 2018, 18 ოქტომბერი, 16:12
ყვითელი ინტენსიური, ღია ფერია, რომელიც თვალში წამიერად გვხვდება. ყვითელი ფერი ისეთი ბრენდების კოლექციებში გამოჩნდა, როგორიცაა: Dior, Carolina Herrera, Valentino, Prabal Gurung და Oscar De La Renta. ყველაზე კარგია ყვითელი ფერის სოლო, როცა თავიდან ბოლომდე ამ ფერში ხართ გამოწყობილი. თუმცა ეს ძალიან თამამი ვარიანტია. ასევე ძალიან ელეგანტურია თეთრ, მეწამულსა და ვერცხლისფერთან კომბინაციაში.
რას შევუხამოთ
ყვითელი ფერის ყველა ფერთან კომბინაცია არ შეიძლება. პრაქტიკულად ყვითლის არც ერთ ელფერს კონკურენცია არ უყვარს. უმჯობესია, თუ შავ, ლურჯ, თეთრ, ნაცრისფერ და ვერცხლისფერებს შეუხამებთ. თუ გარდერობში ადრე მსგავსი ფერის ნივთი არ გქონდათ, იმწამსვე ამ ფერის პალტოს ან კაბის ყიდვა არ იჩქაროთ. დასაწყისისთვის ყვითელი ფერის ჩანთა ან ფეხსაცმელი შეიძინეთ. და თუ თქვენ გარდერობზე კომფორტულ გავლენას მოახდენს, უფრო ბევრი ყვითელი ფერის ნივთი თამამად შეიძინეთ. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ყვითელი ფერის ტანსაცმელი განსაკუთრებით სასარგებლოა მოლაპარაკებებისა და საქმიანი შეხვედრების დროს, როცა არსებით საკითხზე ვინმესთან მოლაპარაკება გსურთ. თანამოსაუბრე ამ დროს ძირითად საკითხზე ყურადღების გამახვილებას ვერ ახერხებს. ეს ფერი კარგია ლექციების ჩასატარებლად, გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად და ნებისმიერი სხვა სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის. ყვითელი ფერის სვიტერი გსურთ, თქვენს გარდერობს დადებითი ენერგია შემატოთ? ყვითელი ფერი ამაში დაგეხმარებათ. ის ზაფხულთან, მზესთან, ბუნებასთან ასოცირდება, მაგრამ დღეს 2018 წლის შემოდგომის ერთ-ერთ ფერს წარმოადგენს. ყოველდღიურ გარდერობში მის გამოსაყენებლად იდეალური ვარიანტი იქნება ყვითელი ფერის სვიტრი ან კარდიგანი. შეგიძლიათ ჯინსებს შეუხამოთ. ყვითელი სვიტრი შეგიძლიათ პერანგზე გადაიცვათ, რომელიც შიგნიდან მოდურად ჩამოშვებული იქნება. ყვითელი კაბა ან ქვედაბოლო ქალური სტილის შესაქმნელად აირჩიეთ კაბა ან ქვედაბოლო მდოგვის ან ლიმონის ფერში. ისინი ამ სეზონზე აქტუალურია. ქვედაბოლოს თბილი სვიტერი შეურჩიეთ, სასურველია შავი ან ნაცრისფერი. ცივ ამინდში შეგიძლიათ შავი გაუმჭვირვალე კოლჰოტი ჩაიცვათ, რომელიც ასევე მოდაშია. ზედა მოსაცმელი ტანსაცმელი შემოდგომაზე ქუჩაში ხშირად ნაცრისფერ ან მუქი ფერის ქურთუკებში გამოწყობილ ადამიანებს ვხვდებით. ამ სეზონზე დროა, შევიცვალოთ. პალტო, ქურთუკი, ჟაკეტი - აირჩიეთ თქვენი სურვილის მიხედვით. ყვითელი ფერის ქურთუკს ან პალტოს კლასიკურ სტილთან ადვილად შეახამებთ - თეთრი პერანგი, შავი შარვალი, პიჯაკი. ყვითელი ფერის აქსესუარი ყვითელი ფერის შეგიძლიათ მხოლოდ აქცენტი გააკეთოთ. ეს შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც ღია ფერები დიდად არ უყვარს. ყვითელი ფერის აქსესუარი სტილს გააცოცხლებს, ამასთან უსაფრთხო ზომიერებას დაიცავს. ამიტომ ყვითელი ფერის ფეხსაცმელი, ბოტასები, ჩანთა ან თბილი შარფი შეგიძლიათ თამამად შეარჩიოთ. 580 შეფასება არ არის
|