სისხლის სამართალი "ბადრი რომ მოკლულია, ეს 2008 წლის 6 მაისს სააკაშვილმაც აღიარა.." 2018, 17 ოქტომბერი, 17:24 მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი რუსთავი-2-ის ეთერში გააკეთა:
"ვიღაც 2 თანამშრომელი ამბობს სააკაშვილი იცისო, 2007-ში კუდ-ის ორი თანამშრომელი არასოდეს გვარით არ მახსენებდა რაც არ უნდა მომხდარიყო.იტყოდნენ :"პირველმა", "პრეზიდენტმა"...სააკაშვილმა? მუშაობდა სისტემაში ეს ხომ კარგად იცის, გარდა იმისა, რომ ესეთ დავალებებს არ იღებდნენ რა თქმა უნდა. სრულ აგონიაში არიან. მე სულ ვფიქრობდი რომ ეს საოცრება სასწაული ზურაბიშვილი როგორ დააყენა კანდიდატად..თურმე იმედი ჰქონდა თავისი იაფფასიანი ბებიის სკივრიდან ამოღებული ტრიუკების ივანიშვილს, მართლა ყველა დებილი ჰგონია. ძაან მარტივია აგონიაში არიან. ეს ხალხი ვინც ჩაწერეს ამ ორიოდე დღის წინ, ალბათ იმიტომ რომ მათ იციან რომ კიდევ სხვა ჩანაწერები მოდის, ეს ხალხი ყველა ზის ციხეში. იქ, სადაც ბიზნესმენები დაჰყავთ სარდაფში, ციხეში მყოფ ადამიანს რასაც გინდა იმას ჩააწერინებ. ივანიშვილი ახლა იმყოფება სრულ ჩოქბჯენში, არ უნდა მივცეთ საშუალება იქიდან ადგეს. მთავრდება ყველაფერი 28-ში, მისი ბოგინი, სიცრუის ტყუილების განუვითარებლობის, გაღატაკების ქურდობის ეპოქა მთავრდება, ბანდიტიზმის...მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად!"-აცხადებს სააკაშვილი. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პროკურატურაში გაიმართა საგანგებო ბრიფინგი, სადაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული. პროკურატურამ მტკიცებულების სახით ფარულად ჩაწერილი აუდიომასალა გამოაქვეყნა. 2016 წელს გაზეთ "ასავალ-დასავლათან" ინტერვიუში ბადრი პატარკაციშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებდა, რომ ბადრი სააკაშვილის დავალებით მოკლეს: „ბადრი რომ მოკლულია, ეს 2008 წლის 6 მაისს სააკაშვილმაც აღიარა, როცა პოლიციის დღეს განაცხადა: ჩვენმა ძალოვანებმა ინგლისში ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია წარმატებით ჩაატარეს და არ მისცეს საშუალება, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო. როგორც ვიცი, ამის გამო შიდაპარტიულ გარჩევაზე ადეიშვილმა და სხვებმა სააკაშვილს უსაყვედურეს, რადგან, ფაქტობრივად, სააკაშვილმა ბადრის მკვლელობის საიდუმლო გათქვა მნიშვნელოვანია, ბადრი რომ გარდაიცვალა, გამოვიდა მისი პირადი ექიმი და ხმამაღლა განაცხადა – ბადრი პატარკაციშვილს აბსოლუტურად ჯანმრთელი გული ჰქონდა და წარმოუდგენელია, გულით გარდაცვლილიყო." "ინგლისელი კარდიოლოგის ეს განცხადება საქმიდან გააქრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბადრი მოკლეს!“-დასძინა ხაჭაპურიძემ. 343 4-ს მოსწონს
|