სალომე ზურაბიშვილი: ''მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული''
“
მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული ვიღაცეებისთვის, ყველასთვის არა. ძალიან ბევრია წასული ჩემსავით, თუნდაც აქედან ყაზბეგიდან და სხვადასხვა ქვეყნებში არიან დღეს გადასულნი საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ სტუდენტებად და ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდ წილად დამოკიდებული არის იმაზე თუ იმათ როგორ დავუბრუნდებით.
როდის დავაბრუნებთ, როგორ დავაბრუნებთ, რამდენად ღირსეულად დავაბრუნებთ და ამ კუთხით მე ერთგვარი სიმბოლო ვარ ამ დაბრუნების რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბრუნება.
თუნდაც დღეს როცა ჯერ არ არის ფეხზე ისე დამდგარი როგორც ყველა ვისურვებდით, მაგრამ არის ის რასაც ჩემები ისურვებდნენ თავიანთ დროს. დამოუკიდებელი არის, თავისუფალი არის და აქვს ყველა საშუალება, რომ თვითონ განვითარდეს ბოლომდე.
ჯერ არ ვართ მიღწეული იმ დონეზე რაც ყველას გვინდა. ჩვენ დავინახოთ საქართველო იმავე დონეზე როგორც არიან სხვა ევროპის ქვეყნები, ესეც მოვა მაგრამ ეს არის დიდ წილად ჩვენზე დამოკიდებული, ყველა ჩვენგანზე და შეიძლება ცოტა მეტი მომავალ პრეზიდენტზე, რათა მას ექნება მეტი პასუხისმგებლობა ამ კუთხით, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს.