x
image
თამილა გურაშვილი
საბერძნეთის სანაპიროს ასობით კვადრატული მეტრი უზარმაზარი ობობების ქსელით დაიფარა

image
საბერძნეთში, ქალაქ ეტოლიკოს მახლობლად, ტურისტულ სანაპიროზე, რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი დაემსგავსა საშინელებათა ფილმის სიუჟეტს, რადგან სანაპირო დაფარულია უზარმაზარი ობობების ქსელით. ეს სურათები გავრცელდა ტურისტების მიერ სოციალური ქსელების საშუალებით, ასევე, ამის შესახებ იუწყებოდა რამდენიმე სატელევიზიო არხი.

როგორც ვრცელდება, ობობის სქელი ფენა ფარავს ბალახს, მცენარეებსა და პალმის ხეებსაც კი. ამბობენ, რომ ბერძნები ამ ადგილას გვერდს აუვლიან.

ადგილობრივ გარემოსდამცველთა აზრით, ზაფხულში მწერების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია ობობების მომრავლება.მწერებზე ნადირობისას მათ შეძლეს გაეზარდათ თავიანთი პოპულაცია.

ჩვეულებრივი ბუნებრივი ალგორითმის თანახმად, ეკოლოგები კუნძულზე ფრინველთა შემოსევებს ელოდებიან, რომლებიც ობობებით იკვებებიან.


0
85
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0