საზოგადოება „ვზივარ ფრანქფურტის აეროპორტში, მოვიდა სააკაშვილი, მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მიწოდა და წავიდა“ 2018, 11 ოქტომბერი, 23:41 ლევან ბერძენიშვილი ფრანკფურტში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მას ბოდიში მოუხადა და სამშობლოსთვის თავდადებული მებრძოლი უწოდა.
.
„სერიიდან - ცვეტში მომხდარი ამბები: ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან "შნურით" მიბმული", - წერს ბერძენიშვილი.
.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა.
.
977 1-ს მოსწონს
|