x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138444
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
მე მეეზოვე ვარ... მეეზოვეს ქართულად მენაგვეს უძახიან და ნაგავის სუნი ასდის... - ანა ლაშხელი ონიანი(ჩანახატებიდან)
რამოდენიმე დღის წინ, თითქმის მთელ ქართულ საზოგადოებას გული დასწყვიტა ანა ლაშხელი ონიანის სიკვდილის ამბავმა. 3 წიგნის ავტორი 32 წლის ასაკში სიმსივნით დაიღუპა. პირველსავე ქიმიოთერაპიას ვერ გაუძლო და დახუჭა თვალები, საზოგადოების გმირმა, მისი ნოველები ძალიან პოპულარული და განსაკუთრებულია. დღევანდელ სტატიაში მისი ჩანახატებიდან ერთ-ერთს წარმოგიდგენთ....


“მეეზოვე“


„მე მეეზოვე ვარ, უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია. დილას 5 საათზე ვდგები, შვილს პირჯვარს გადავსახავ და მოხუც ბებიასთან ვტოვებ დაძინებულს, ჩემ გარეთ გასვლას მხოლოდ თუთიყუში იგებს. ხუთი წელია ფორთოხლისფერი ვარ და მზეზე ადრე ვესალმები ხეებს, ქუჩებს და ზოგადად დედამიწას, სანამდეც თვალი მიმიწვდება ყველას გამარჯობას ვეუბნები. ადამიანებს ყველას ჩვენ ჩევენი საქმე გვაქვს, ისინი დადიან და ნაგავს ყრიან, მე ამ ნაგავს ვაგროვებ, ურნაში ვყრი და თან გულში მეღიმება, არასოდეს არ დაყრის მენაგვის შვილი ძირს ნაგავს, შვილს გეფიცებით. ხეები დგანან და ბოდიშს მიხდიან თავდახრილები, რა მათი ბრალია სიბერეში ხელიდან რომ უვარდებათ ყველაფერი, მიპატიებია, ერთადერთი ხეებისთვის მიპატიებია ეს ფოთოლცვენა... ქუჩაში ძაღლადაც არავინ მაგდებს, მეზობელმა რომ ჩამიაროს, არაფრით გამარჯობას არ იტყვის, ზოგს ჩემი ჭუჭყიანი ტანსაცმელი აშინებს, ზოგს ჩემი ბინძური ცოცხი, ზოგს წვერი, ამ წვერის გამო კი ჩემმა ხუთი წლის შვილმა თოვლის ბაბუასავით მამიკო შემარქვა... ვაგროვებ ნაგავს და ვფიქრობ ლოგინში დატოვებულ შვილზე, მოხუც დედაზე და ცხრა საათზე, მოასწრეს თუ არა ბაღისთვის მომზადება. წესით მენაგვის შვილები არ უნდა იგვიანებდნენ ბაღში და სკოლაში... ვისაც არ უნდა შეხედო ყველას სიბრალულის ან ზიზღის გამოხატვა შეუძლია ჩემს მიმართ, სითბოს ვერავის შენიშნავ თვალებში, მარტო ქუჩის ძაღლები მილოკავენ ჩექმებს, ისიც სანაგვეზე გადაგდებული საკბილო თუ გავუწილადე... მე მეეზოვე ვარ... მეეზოვეს ქართულად მენაგვეს უძახიან და ნაგავის სუნი ასდის... მე კიდევ ხუთი წლის წინ სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე, ის ახლა ჩემი შვილია და მე ყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს რომ ადამიანებს შვილის გადაგდებაც შეუძლიათ სანაგვეზე..." ანა ლაშხელი ონიანი - ჩანახატებიდან


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



{თქვენთვის საინტერესო}


1. უკეთესია არ წაიკითხოთ - ყველაზე საშინელი 20 რეალური ფაქტი!

2. წარმოუდგენელია, მაგრამ რეალური - პორნოვარსკვლავი, რომელსაც ქმარი ჰყავს და პარალელურად მონაწილეობს ფილმებში

3. დედამიწაზე აღმოჩენილი 10 ყველაზე დიდი კუ

4. რატომ განდევნა ღმერთმა გველი და ფარშევანგი სამოთხიდან?

5. ქვეყნების სამხედრო საზღვაო ძალები - 2018 წლის მონაცემებით (ტოპ 50)

6. რას ნიშნავს იყო თავიდან ფეხებამდე შეყვარებული - სახალისო ილუსტრაციები

7. 500 წელიც რომ იცხოვროთ, შესაძლოა ამ 24 სანახაობიდან 5 -ის ნახვაც ვერ შეძლოთ!

8. "საოცნებო სამსახური" დაიპყრეს! - 6 თვის განმავლობაში, 55 კატის მომვლელი დასაქმებულია!

0
403
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0