x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„კადიროვი და ევკუროვი რუსეთის მონები არიან"
image

ინგუშები და ჩეჩნები

მოდით დავიწყოთ იმით, რომ ინგუშები და ჩეჩნები ვართ ერთი ერი, ერთი ენა გვაქვს, ერთი ფესვები, ერთი სისხლი, ერთი წინაპარი და ერთი კულტურა.

ჩვენ შორის ის განსხვავებაც არ არის, რაც მაგალითად არის კახელს და მეგრელს შორის, რაც არის სვანს და კახელს შორის, ეს ერთი და იგივე ერია, ყველანი ქართველები არიან, მაგრამ სხვა და სხვა ენაზე ლაპარაკობენ. ჩვენ ვაინახებს კი ერთი ენა გვაქ და მხოლოდ დიალექტში გვაქ სხვაობა.


18-ე საუკუნემდე არ იყო სახელი "ჩეჩენი" და "ინგუში" იყვნენ "ვაინახები". 18-ე საუკუნეში ეკატერინე ll-მ გაყო ვაინახები ორ ნაწილად და მისცა სახელი "ჩეჩნები" და "ინგუშები".

რაც შეეხება საზღვარს ჩეჩნებს და ინგუშებს შორის.

ჩვენს შორის საზღვარი არ იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე. საბჭოთა კავშირის დროს იყო "ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკა".
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისე მოხდა რომ ინგუშეთი დარჩა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და ჩეჩნეთმა 1995 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა ჩეჩნეთის რესპუბლიკა "იჩქერია". მაშინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი და ინგუშეთის პრეზიდენტი რუსლან აუშევი შევხდნენ და განიხილეს საზღვრის საკითხი, იმიტომ რომ ინგუშეთი შედიოდა რუსეთის ფედერაციაში და ჩეჩნეთი იყო დამოუკიდებელი. ჯოხარ დუდაევი და რუსლან აუშევი შეთანხმდნენ რომ საზღვარი გაივლის მდინარე "ფართანგასთან" სამხრეთ მხარეს ვაინახების მთებში. ის მდინარე მიედინება სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ჯოხარ დუდაევი და რუსლან აუშევი შეთანხმდნენ, რომ იმ მდინარის ერთ მხარეზე იქნება იჩქერიის ტერიტორია მეორე მხარეზე ინგუშეთის. ჩეჩნეთის მეორე ომამდე ასე იყო საზღვარი ჩეჩნეთსა და ინგუშეთის შორის. და მეორე ჩეჩნეთის ომის დროს იქ საზღვარს უკვე არ აკონტროლებდნენ ჩეჩნეთის მხრიდან იმიტომ რომ ჩეჩნეთში მიდიოდა ომი. და მაგ დროს ინგუშეთის უსაფრთხოების ძალები გადმოვიდნენ იმ მდინარეზე და მდინარის აქეთ დააყენეს თავისი მესაზღვრეები, ანუ ჩეჩნეთის მხარეზე რომელიც მაგ დროს იყო ოკუპირებული.

ეხლა რაც შეეხება იმ მიწას სადაც იყო საზღვარი.

იმ მიწაზე ცხოვრობდნენ ვაინახების ერთ ერთი თუქხუმის(საზოგადოება) "ორსთხოი"-ს წინაპრები.
იმ ადგილას არის ორი ძველი დასახლება "წე ჩოი აქხ" და "მერჟოი" სადაც ცხოვრობდნენ "ორსთხოილების" წინაპრები. ჩეჩნებს აქვთ 9 "თუქხუმი" რომელიც შედგება "თეიფებისგან" და ერთ ერთი "თუქხუმი" არის "ორსთხოი" რომელშიც შედის ორი თეიფი "წე ჩოი" და "მარჟოი" ვისი წინაფრებიც ცხოვრობდნენ იმ ორ დასახლებაში.

მაგრამ, ასევე ინგუშებიც შედგებიან ასევე ვაინახების "თიქხუმებისგან" და ერთი ნაწილი ინგუშების არიან "ორსთხოილები" რომლებიც არიან ჩეჩნეთშიც და ინგუშეთშიც. ამიტომ, არც ჩეჩნებს და არც ინგუშებს ეთნიკურად არ აქვთ მეტი უფლება ამ მიწაზე, იმიტომ რომ "ორსთხოილები" არიან ჩეჩნეთშიც და ინგუშეთშიც. და ამ მხრივ ჩვენ გვაქ ერთნაირი უფლებები იმ მიწებზე. აქ მხოლოდ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სახელმწიფოებრივ უფლებებზე საზღვრის შესახებ და თუ ვილაპარაკებთ სახელმწიფობრივ უფლებებზე საზღვრის შესახებ, მაშინ უნდა დავბრუნდეთ მხოლოდ ჯოხარ დუდაევის და რუსლან აუშევის შეთანხმებაზე.

ეს იყო მოკლე ახსნა ამ საზღვრის შესახებ ჩეჩნებს და ინგუშებს შორის.

რაც შეეხება კადიროვის და ევკუროვის შეთანხმებას, ისინი ორივე არიან რუსეთის დაყენებულები და ორივე არის პუტინის მონა. დღეს ჩეჩნეთიც და ინგუშეთიც შედის რუსეთის ფედერაციაში იმიტომ რომ არის ოკუპირებული და ამიტომ საერთოდ არ აქვს აზრი გადაწევენ საზღვარს თუ გადმოწევენ, იმიტომ რომ ორივე რესპუბლიკა და მისი საზღვრები რუსეთის და პუტინის ხელშია, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ არ გაეკეთებინათ ეს შეთანხმება კადიროვს და ევკუროვს, რადგან ეს უთანხმოებები არ გვჭირდებოდა არც ჩეჩნებს და არც ინგუშებს. ჩეჩნები და ინგუშები ხვდებიან რომ ეს არის პროვოკაცია და ეს მათი გადაწყვეტილება არ არის. ხვდებიან რომ ეს კადიროვმა და ევკუროვმა კრემლის ბრძანებით გააკეთეს

რაც არ უნდა გააკეთონ რუსებმა და მათმა მონებმა, როგორც არ უნდა სცადონ ჩეჩნებს და ინგუშებს შორის შუღლი მაინც არასდროს არ იქნება. ჩეჩნებისთვის სულ იყო და იქნება ინგუშეთის მიწები, ინგუშებისთვის სულ იყო და იქნება ჩეჩნეთის მიწები, იმიტომ რომ ჩვენ ამ მიწების შვილები ვართ და ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს.

ჩეჩენს ინგუშზე ახლოს და ძვირფასი არავინ არ ყავს, ასევე ინგუშს ჩეჩენზე ძვირფასი არავინ არ ყავს.image

1
56
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
56
  
2018, 11 ოქტომბერი, 14:10
ამ "ჩეჩენმა" ეტყობა არ იცის ინგუშური ანდაზა:
"ქართველი ვერასოდეს იქნება მტერი, ჩეჩენი მეგობარი და ოსი მეზობელი".
როდის მერე გახდნენ ინგუშები ვაინახები? ინგუშები ჩეჩნებისგან განსხვავებით ბევრად ღირსეული ხალხია...
0 1 1