culturetrip-მა 3000 ენიდან ქართული მსოფლიოს 10 უძველეს ენას შორის შეიტანა!
2018, 10 ოქტომბერი, 16:31
culturetrip-მა 3000 ენიდან ქართული მსოფლიოს 10 უძველეს ენას შორის შეიტანა!
ენის ევოლუცია ბიოლოგიური ევოლუციის მსგავსია — ეს ხდება წამიერად, თაობიდან თაობამდე, ასე რომ არ არსებობს მკაფიო წერტილი ერთ ენასა და შემდეგ ენას შორის, რომელიც პირველიდან განვითარდა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ერთი კონკრეტული ენა არის ნამდვილად უძველესი, ვიდრე სხვა რომელიმე. ისინი ყველა ძველია კაცობრიობისათვის. თითოეულ ენას აქვს რაღაც განსაკუთრებული, სფეციფიკური და სწორედ ეს განასხვავებს ენებს, ენათა მასებისგან.
''theculturetrip''-მა მსოფლიოს მრავალი ენის კვლევის შემდეგ, ის 10 უძველესი ენა გამოავლინა, რომელზეც დღესაც საუბრობენ. რა თქმა უნდა, რჩეულთა სიაში ქართულმა ენამ საპატიო ადგილი დაიკავა.
ებრაული
ებრაული თითქმის 400 წლის წინ გავრცელდა და ლიტურგიკულ ენად დარჩა მსოფლიოს ენებს შორის. მე-19 და მე-20 საუკუნეებში სიონიზმის გავრცელებამ და ზრდამ ხელი შეუწყო ებრაული ენის ისრაელის ოფიციალურ ენად გამოცხადებას. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ვერსია განსხვავდება ბიბლიური ვერსიისგან, ამ ენის მკვიდრებს თავისუფლად შეუძლიათ გაიგონ, თუ რა წერია ძველ აღთქმაში და მოძებნონ კავშირი ახალთან. მსოფლიოს მასშტაბით ებრაულად საუბრობს 9 მილიონი ადამიანი. ისრაელში კი - მოსახლეობის 90%. უამრავი ინგლისური სიტყვა ებრაული ენიდანაა ''ნასესხები''. ძირითადად მითოლოგიური, რელიგიური და ადამიანთა სახელები. მაგალითად - ადამი, ბენჟამინი, იაკობი, ბეჰემოტი, ალელუია, ლევიათანი, ქურთუკი(ჟაკეტი), სატანა, ჟოკეი და სხვა.
ებრაულს გამორჩეული წერის სტილი აქვს. წერა მიმდინარეობს არა მარცხნიდან მარჯვნივ, არამედ პირიქით მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო ციფრები იწერება მარცხნიდან მარჯვნივ.
ლიტვური
ლიტვური ერთ-ერთი უძველესი ინდოევროპული ენაა. დღეს, ევროპაში ლიტვურად მხოლოდ 3 მილიონი ადამიანი საუბრობს და ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ენაა. ამ ენის წარმოშობას ძვ. წ. აღ. 3500 წლამდე მივყავართ, მაგრამ იგი, თავდაპირველად, სხვა ენათა გავლენასა და შერწყმის პროცესს განიცდიდა. ამ ენასა და კულტურას ბევრი საინტერესო და უცნაური ნიუანსები უკავშრდება.
ყველაზე გრძელი ლიტვური სიტყვა, Nebeprisikiškiakopūsteliaujantiesiems, 37 ასოსგან შედგება და მას იმდენად მცირე მნიშვნელობა აქვს, რომ მისი სწორად თარგმნა რთულია. იგი აღწერს ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია შეაგროვოს ხის მჟაუნა.
''კატეხიზმო''( ეკლესიაში ახალმოსულთა სასწავლოდ გამიზნული წიგნი, ქრისტეს მოძღვრების გადმოცემა კითხვა-პასუხის სახით) იყო პირველი ლიტვური წიგნი, რომელიც 1547 წელს დაიბეჭდა.
1863-1904 წლებში, როდესაც რუსეთის იმპერიამ აკრძალა ლათინურ სიმბოლოების გამოყენება თავის ტერიტორიაზე (იმ დროს ლიტვა რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა), ბევრი ადამიანი სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა და მაინც იწერებოდა ლიტვური წიგნები.
ამ ქვეყნის საყვარელი სპორტი კალათბურთია.
ლიტველები აღნიშნავენ დამოუკიდებლობის 2 დღეს: 16 იანვარს და 11 მარტს(დამოუკიდებლობის აღდგენის).
ფარსი - სპარსული
შეუძლებელია ქართველმა(საქართველოს წარსულის გამო) არ იცოდეს სპარსეთისა და სპარსული ენის შესახებ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ამ ენაზე საუბრობენ ძირითადად ირანში, ავღანეთსა და ტაჯიკეთში. თანამედროვე სპარსული ძველი ფასრის ენიდან წარმოიშვა. ფარსი ძველი სპარსეთის სახელმწიფო ენა იყო, იმდენად ძველი, რომ 1600-1700 წლის წინ სპარსელებს წიგნების კითხვა შეეძლოთ. თანამედროვე სპარსული კი დაახლოებით ახ. წ. აღ. 800 წელს ჩამოყალიბდა და ბევრი განსხვავების, გამო ადვილად გამოირჩევა სხვა ენისგან. სპარსულად 130 მილიონამდე ადამიანი საუბრობს მშობლიური ქვეყნების გარდა უზბეკეთში, თურქეთში, ქუვეითში, აზერბაიჯანში, ომანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და იემენში.
სპარსულ ენასთან ყველაზე დაახლოებულია ფრანგული (არაბულიც...). მაგალითად სპარსულად მადლობა გამოითქმის როგორც ''მერსი'', ფრანგულად კი - ''მეხსი''
სპარსული, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ არის რთული ენა. მას ძალიან მარტივი გრამატიკა აქვს, აქ არ შეხვდებით არტიკლებსა და სქესს.
სპარსელები პოეზიას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ძალიან ხშირად ისმის დიდი სპარსი პოეტების ციტატები და ლექსები სპარსულ ქალაქებში. ცნობილი ფარსიელი პოეტები არიან რუმი და სა' დი.
ფინური
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ფინური ენის ნაწერები მე-12 საუკუნემდე არ გვხვდება, ამ ენას უფრო დიდი ხნის წარსული და ისტორია აქვს. ის ფინო-ურიური ოჯახის წევრია, რომელიც ფინურთან ერთად შეიცავს ესტონურ, უნგრულ და სხვა მცირე ენებს. ზოგიერთი ფინური სიტყვა, რომელიც 4000 წლისაა, კვლავ გამოიყენება.
ფინური ანბანი ფინური არ არის. ფინური ენა შეიცავს 29 ასოს, აქედან 26 არის რომაული(რომელიც ინგლისურში გვხვდება), ხოლო ‘Ä’, ‘Å’ და ‘Ö’ ისესხეს შვედური ანბანიდან.
ფინური ევროკავშირის 24 ოფიციალურ ენათაგან ერთ-ერთია. თუმცა ამ ენაზე მხოლოდ 5 მილიონი ადამიანი საუბრობს. ის აგრეთვე ოფიციალური ენაა კარელიურ-რუსეთში, შვედეთის ნაწილსა და ნორვეგიის ვრცელ ტერიტორიებზე.
საუნა ფინეთში გამოიგონეს და იგი, დღესაც, ქვეყნის კულტურის ნაწილია.
ფინურს უყვარს სიტყვასიტყვითი ტერმინები. მაგალითად, კომპიუტერი იწოდება ''ცოდნის მანქანად''(tietokone), ხოლო მაცივარი - ''ყინულის კარადად''(jääkaappi).
მსოფლიოში ერთ-ერთი უგრძელესი სიტყვა, lentokonesuihkuturbiinimoottoriapumekaanikkoaliupseerioppilas, ფინურია. იგი 61 ასოს შეიცავს და იშვიათად იყენებენ.
ფინეთში დაბადების დღეებთან ერთად, საკუთარი სახელების დღეებიც აღინიშნება. ყოველ კალენდარულ დღეს, რომელიმე სახელის დაბადების დღეა, ამიტომ ამ სახელის მქონე ადამიანები, იღებენ მისალოც ბარათებსა და ნამცხვრებს საყვარელი ადამიანებისგან.
ფინურში ვერ შეხვდებით სიტყვებს, რომელიც გენდერს აღნიშნავს. მაგალითად სიტყვა ''hän'' აღნიშნავს, როგორც He-ს(ის ბიჭი), ისე She-ს(ის გოგო).
ქართული
როგორც culturetrip-ი ამბობს, კავკასიის რეგიონი ენათა კერაა ლინგვისტებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ენებს იკვლევენ. სამხრეთ კავკასიის სამივე ენა სომხური, აზერბაიჯანული და ქართული სრულიად განსხვავებულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება, შესაბამისად, ინდოევროპულ, თურქულ და ქართველურ ენებს. ქართული არის ყველაზე დიდი ქართველური და კავკასიური ენა, რომელიც უძველესი ლიტერატურული ტრადიციით არის წარმოდგენილი.
ქართული დამწერლობის პირველი ნიმუშების შექმნა მეფე ფარნავაზს უკავშირდება, რომლის მეფობის ზუსტი თარიღები უცნობია, მაგრამ დაახლოებით ძვ. წ. აღ. მე-3 საუკუნეში მმართველობდა და სწორედ ეს საუკუნე მიიჩნევა ქართული ანბანის დაბადების თარიღად.
ქართულმა დამწერლობამ დროთა მანძილზე 3 სახესხვაობა განიცადა. ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული დამწერლობის სახეებია. დღეს, ქართულ ენაში 33 ასოა და ამ ენას არ გააჩნია კაპიტალური ასოები.
მიუხედავად იმისა, რომ მრავლად შეხვდებით ორ, სამ, ოთხ, ხუთ, რვა ან სხვა რაოდენობის ასოების მქონე სიტყვებს, სხვა ენებისგან განსხვავებით აქ ვერ ნახავთ ორ ერთნაირ თანხმოვანს ერთმანეთის გვერდით მდგარს.
სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ქართულის სწავლა ძნელია, დიდი ხანია დაიმსხვრა. მიუხედავად იმისა, რომ უნიკალური და იზოლაციური ენაა, სწავლა არც ისე რთულია, თუ არ ჩავთვლით ზმნის სისტემასა და გრამატიკის გარკვეულ ნაწილებს.
მსოფლიოში სულ 4 მილიონამდე ადამიანი საუბრობს ქართულად და მათი უმეტესი ნაწილი საქართველოში ცხოვრობს.
ქართულ ენას 18-მდე დიალექტი აქვს, სტანდარტული კი - ქართველური დიალექტია. თითოეულ მათგანში ვხვდებით განსხვავებულობას მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკისა და ფონოლოგიის თვალსაზრისით.
''გამარჯობა'' ქართულში ''გამარჯვებას'' გულისხმობს. ამ სიტყვას მეტად დიდი დატვირთვა ჰქონდა საქართველოს რთული და გაუთავებელი თავდასხმების გამო.
მრავალი ენისგან განსხვავებით, ქართულ ენაში სიტყვებს არ აქვთ სქესი. მაგალითად, მესამე პირის აღმნიშვნელად გამოიყენება ''ის'' და არა ''He''-ს ან ''She''-ს მნიშვნელობის რაიმე სიტყვა.
თუ კი რომელიმე კუთხის წარმომადგენელი ქართველი ეტყვის სხვა კუთხის წარმომადგენლის ქართველს თავის გვარს, იგი უსათუოდ მიხვდება, თუ რომელი კუთხიდანაა. გვარის მიხედვით კუთხის იდენფიცირება ძალიან მარტივია.
ქართულში რიცხვთა სისტემის წარმოთქმა ფრანგულს უახლოვდება. მაგალითად 84 გამოითქმის, როგორც ''4 ჯერ ოცი და შემდეგ ოთხი''.
მაშინ, როცა სხვა ენებს თანხმობის გამოსახატად ''დიახ''-ის ერთი ფორმა აქვთ, ქართველებს 3 გვარად შეუძლიათ თანხმობის სიტყვიერად გამოხატვა. ''დიახ''; ''კი''; '' ჰო''.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულში უამრავ თურქულ, არაბულ, რომაულ თუ სხვა ქვეყნის სიტყვებს ვხვდებით, მას ისეთი სპეციფიკური სიტყვებიც აქვს, რომელიც სხვა ენაში არ გვხვდება და მისი თარგმნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ათეულში მოხვდნენ ასევე: ირლანდიური, მაკედონიური, ისლანდიური, ტამილური და ბასკური ენა.