x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138481
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512126
11 ნაკლებად ცნობილი თვისება, რომელიც გენებით გადადის
imageმეცნიერები ზუსტად ჯერ კიდევ ვერ ამბობენ, ჩვენი პიროვნების რამდენ პროცენტი გადმოგვყვა წინაპრებისგან გენებით და რამდენი შევიძინეთ გარემოსგან. თუმცა, მათ შეუძლიათ იმის თქმა, რომელი თვისებისა თუ ნიშნის მიღებაა შესაძლებელი მხოლოდ მშობლებისგან.


სამწუხაროდ, გენებით როგორც კარგი, ასევე ცუდი თვისებებიც გადადის. შეიძლება, წინაპრებისგან მივიღოთ, როგორც კარგი თმა, ასევე დაავადებებიც. სტატიაში გაგაცნობთ 11 ნაკლებად ცნობილ ნიშანსა და თვისებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ გენებით გადადის.








1. იმპულსურობა

მართალია, როგორც ასეთი, "იმპულსურობის გენი" არ არსებობს, მაგრამ მეცნიერები მაინც თანხმდებიან, რომ ეს თვისება მემკვიდრეობით გადაიცემა. იმპულსური მშობლების შვილები მეტად მიდრეკილები არიან, მათსავით მოიქცნენ. ბევრ შემთხვევაში, ეს გარემოს საკითხია: ბავშვი ხედავს დედისა და მამის ქცევას და ჰბაძავს მათ. თუმცა, გენეტიკური ასპექტიც გასათვალისწინებელია.


მეცნიერებმა აშშ-დან, ლაურა ბელვილაკუამ და დევიდ გოლდმენმა, კვლევა ჩაატარეს და გამოავლინეს სხვადასხვა გენების ალელები, რომლებიც, შესაძლოა, პასუხისმგებლები იყვნენ იმპულსურობის გენზე. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ბევრი ასეთი ალელი არსებობს. თუმცა, ყველას საპოვნელად მეტი ხალხი და მეტი მონაცემი სჭირდებათ მათ გენომზე.
image








2. უძილობის ჩვევა


ჰიპერსომნია (დღის განმავლობაში ძილის სურვილი), ინსომნია და პარასომნია ჩვენს გენებშია. რა თქმა უნდა, უძილობა და ინსომნია ხშირად სხვადასხვა გარემოფაქტორების გამოცაა გამოწვეული, როგორიცაა სტრესი ან შფოთვა მნიშვნელოვანი დღის წინ, თუმცა, თუ ეს პრობლემა დროებით კი არა, ხშირად გაწუხებთ, ესე იგი საქმე გენებშია.

image








3. აგრესია

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანები მოძალადეები მხოლოდ გარემოს ან ცუდი მანერების გამო არ ხდებიან. მათ აღმოაჩინეს ე.წ. "მებრძოლის გენი", რომელიც ადამიანს მეტად აგრესიულს, რისკიანს და აზარტულს ხდის.


ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ეს გენი ადამიანებს უფრო სენსიტიურს ხდის საკუთარი ინტერესემისადმი, რის გამოც მეტად ჯიუტად იქცევიან. ამას კი სხვა ადამიანები აგრესიად აღიქვამენ.

image








4. სინათლეზე დაცემინების რეფლექსი

სინათლეზე დაცემინების რეფლექსი მსოფლიო მოსახლეობის 18-35%-ს აქვს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს მემკვიდრეობითია. 2010 წელს მათ 10000 ადამიანის გენომი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ამ რეფლექსზე ორი გენია პასუხისმგებელი.

image








5. კლინოდაქტილია (ერთი ან რამოდენიმე თითის მდგრადი დეფორმაცია)

კლინოდაქტილია ნეკა თითის დეფექტია, რის გამოც ის მოხრილი ხდება. დღესდღეობით, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ დეფორმაციას ბავშვები გენებით იღებენ.


თუ თითი ძალიან გადახრილი არაა და დისკომფორტს არ იწვევს, ადამიანებს შეუძლიათ ნორმალურად განაგრძონ ცხოვრება ამ დეფექტით. სხვა შემთხვევაში, ქირურგის ჩარევაა საჭირო.

image








6. ყურის ნიჟარის ფორმა

არსებობს ორი სახის ყურის ნიჟარა: თავისუფალი და თანდართული. ეს დომინანტური და რეცესიული გენის კლასიკური მაგალითია. თუმცა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს ყურის ნიჟარის ფორმები, რომელიც არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება. და არსებობს გენები, რომელიც პასუხისმგებელია მისი ფორმის ჩამოყალიბებაზე.

image







7. სიმაღლის სიყვარული

სიმაღლეზე ცხოვრების ერთ-ერთი უარყოფითი მხარე დაბალი ატმოსფერული წნევაა, რაც ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს ორგანიზმში. ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება დაბალ ადგილას გაატარა და მერე მთებში მიდის, ჟანგბადის გადამტანი სისხლის უჯრედების მაღალი დონე ექმნება. დროის გასვლის შემდეგ კი ზოგიერთი ე.წ. მთის დაავადებით ავადდება.


შერპების (ადამიანები, რომლებიც ინდოეთში და ნეპალიში ცხოვრობენ) უმრავლესობას შეუძლიათ, გართულებების გარეშე გაუმკლავდნენ ჟანგბადის დაბალ დონეს. მაღალმთიანობასთან შეჩვევა კი მემკვიდრეობით გადადის.

image








8. სიცოცხლის ხანგრძლივობა

მეცნიერებმა მრავალი ადამიანი გამოიკვლიეს, რომ დაედგინათ, რა განსაზღვრავდა სიცოცხლის ხანგრძლივობას. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ დიდხანს მცხოვრებ ადამიანებს არაფერი აქვთ საერთო განათლების, შემოსავლის ან პროფესიის მხრივ. მათი უმეტესობა არ ეწევა, არ აწუხებს ჭარბი წონა და კარგად უმკლავდება სტრესს. აღსანიშნავია ისიც, რომ მათგან უმეტესობა ქალია.


ასევე, ცნობილია, რომ დედმამიშვილები დიდხანს ცოცხლობენ, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებიან. ხანში შესული ადამიანებისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა დიაბეტი და გულის შეტევა, მათ შემდეგ უვითარდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხში გენებს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

image








9. ოფლიანობა

შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ადამიანის ოფლიანობაზე გენებიც მოქმედებს. თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, სად მდებარეობს ამაზე პასუხისმგებელი გენი.


ვარჯიშის დროს გაოფლიანება ყველა ადამიანისთვის ნორმალურია, თუმცა, თუ ამინდის მიუხედავად, ყოველთვის გაწუხებთ ეს პრობლემა, მაშინ დიდია იმის შანსი, რომ ეს გენების გამო იყოს. გარდა ამისა, ჭარბი ოფლიანობა შეიძლება დაავადებებზეც მეტყველებდეს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ექიმს გაესინჯებით.

image








10. ახლომხედველობა

მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ახლომხედველობის მემკვიდრეობით გადაცემა შესაძლებელია. ბავშვები, რომლებსაც ახლომხედველი მშობლები ჰყავთ, უფრო მიდრეკილები არიან მიოპიისკენ, ვიდრე სხვები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახლომხედველობა სხვადასხვა გარემო პირობების გამოც შეიძლება განვითარდეს.

image








11. სიმსუქნისკენ მიდრეკილება

სხეულის მასის ინდექსი ბევრადაა დამოკიდებული თქვენს გენებზე. რა თქმა უნდა, გარემოც უდიდეს როლს თამაშობს, მაგრამ მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ სხეულის მასის 70% გენებზეა დამოკიდებული.


"უიღბლო" ადამიანი მეტად მიდრეკილია სიმსუქნისკენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამასთან ბრძოლა არ შეიძლება. უმეტეს შემთხვევაში, თუ ადამიანი ჯანმრთელია, წონის დაკლება მარტივად შეუძლია ამ წესის მიხედვით: დაწვი იმაზე მეტი კალორია, ვიდრე ჭამ!


საუკეთესო მაგალითია ჯონა ჰილი, რომელსაც, თავისი დის მსგავსად, ჭარბწონიანობა აწუხებდა. ჯონას რამდენიმე როლისთვის წონაში დაკლებამ მოუწია. ეს, ალბათ, რთული იყო, მაგრამ მან მაინც კარგად გაართვა თავი.

image








ბონუსი: იშვიათი გენეტიკური ნიშანი

სამხრეთ კალიფორნიაში მცხოვრებმა 2 წლის მილიანამ დედისგან თეთრი თმა მიიღო. საოცარი ისაა, რომ მილიანა ოჯახის მეოთხე თაობის წარმომადგენელია, რომელსაც ეს ნიშანი გადაეცა. დედამისი ბრიანა უორთი იმედოვნებს, რომ როცა მისი ქალიშვილი გაიზრდება, თავისი თმის უნიკალურობას დააფასებს.

image

თუ მემკვიდრეობით იმპულსურობა ან აგრესია გერგოთ, ნუ შეშინდებით, რადგან საკუთარ თავზე მუშაობასა და გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში. მართალია, თქვენთვის უფრო რთულ იქნება თავის კონტროლი, მაგრამ ეს მაინც შესაძლებელია!








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ავიცილოთ თავიდან ზედმეტი ოფლიანობა

image


2. 10 მარტივი ვარჯიში მეხსიერების გასაუმჯობესებლად

image


3. რატომ ვერ ორსულდებით - 6 ფარული მიზეზი

image

0
840
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
840
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0