ტექნიკური გახდება ქართველი დიზაინერის Mercedes-Benz -ი რეალობა?(+ვიდეო) 2018, 8 ოქტომბერი, 11:02
ქართველი ავტოდიზაინერის, გიორგი თედორაძის მიერ შექმნილი Mercedes-Benz S-Class-ის აქამდე არარსებული ვარიაცია „ოთხკარიანი კუპე“ ცნობილ დასავლურ გამოცემა carscoops-ის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. გამოცემა წერს, რომ იმ პირობებში როცა BMW 8-Series პოზიციონირებს ბაზარზე როგორც Mercedes-Benz S-Class Coupe-ს მეტოქე და ეს სწორიცაა, მაგრამ 8-Series Gran Coupe-ს პასუხი უკვე სულ სხვა ამბავია. ბავარიელების ეს 4-კარიანი ვარიანტი ჯერ წარმოებაში არ ჩაშვებულა, თუმცა ძალიან მალე დაიწყება და მან სავარაუდოდ კონკურენცია უნდა გაუწიოს ახალი თაობის CLS-ს, მაშინ როცა მისი M ვერსია დიდი ალბათობით Mercedes-AMG GT 4-Door-ის კონკურენტი იქნება. „მერსედესის ოჯახი იმდენად დიდია, რომ მის გამაში მოდელები ხშირად პირდაპირ იკვეთებიან ერთამანეთის ტერიტორიაზე( ახალი A-Class სედანი vs CLA), თუმცა კომპანია უარყოფს, რომ ეს ბაზარზე მათ ხელს უშლის. თუ ასეა, კარგი იქნებოდა კომპანიას ჰყავდეს მაღალ კლასში ოთხკარიანი კუპე, აი, ისეთი, როგორიც შექმნა დიზაინერმა, გიორგი თედორაძემ“ - წერს გამოცემა. როგორც პორტალი გიორგის რენდერზე წერს, ეს ციფრული სკეტჩი არის ნაზავი CLS და AMG GT 4-door-ის ელემენტებისა, რომელიც გამორჩეულია განსხვავებული ოპტიკით, ე.წ. „პანამერიკანა“ ცხაურათი, რომლის თავზეა წარწერა „Mercedes“ და განიერი „თეძოებით“. ბოლოს, გამოცემა დასძენს, რომ რეალურად ეს მხოლოდ რენდერია და კომპანია არ განიხილავს S-Class-ის ოჯახში დამატებით ახალ მოდელს, ვინაიდან ის ისედაც საკამოდ მსუყეა და წარმოდგენილია რამდენიმე ვარიანტის სედანით, კუპეთი, კაბრიოლეტით და ულტრამდიდრული Mercedes-Maybach ვერსიებით. იხილეთ ვიდეო>>> 248 5-ს მოსწონს
|