ტექნიკური Devexperts-მა თბილისში ოფისი გახსნა! - მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოს ტექნოლოგიურ ბაზარზე 2022, 5 დეკემბერი, 10:45 Devexperts საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც გერმანიის, აშშ-ს, სინგაპურისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებული ქვეყნების შემდგომ ოფისი უკვე საქართველოშიც გახსნა. Devexperts მიზნად ისახავს, ახალ ბაზარზეც წამყვანი Fintech კომპანიის სტატუსი შეითავსოს და ქართველ IT სპეციალისტებთან ერთად ფინანსურ სექტორში ტექნოლოგიურ ინოვაციებს ჩაუყაროს საფუძველი. გახსნის ივენთს კომპანიის წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად ესწრებოდნენ სახელმწიფო, ბიზნესის და კერძო სექტორის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიაზე აღნიშნულ იქნა უმსხვილესი ფინტექ კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლის მნიშვნელობა როგორც ტექნოლოგიური განვითარების, ასევე საინვესტიციო თვალსაზრისით. Devexperts-ის შემოსვლა ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილია IT ინდუსტრიის სხვა საერთაშორისო კომპანიებისთვის და რა თქმა უნდა, დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ადგილობრივ ტალანტებს პროფესიული გამოცდილების გასაუმჯობესებლად. “მოუთმენლად ველით გრძელვადიანი თანამშრომლობის დაწყებას ქართულ პროფესიულ საზოგადოებასთან. ჩვენ გვჯერა ადამიანური შესაძლებლობების ძალის და მზად ვართ, ადგილობრივი ტალანტების ენერგიასა და შემოქმედებით უნარებს ჩვენი კომპანიის ოც წლიანი გამოცდილებით დავუჭიროთ მხარი” - აცხადებს პაულო პინა პირესი, ადამიანური რესურსების გლობალური გუნდის ხელმძღვანელი. Devexperts-ის მრავალწლიანი გამოცდილება ინდუსტრიაში, ერთი მხრივ, უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს პარტნიორ კომპანიებს მათ საქმიანობაში ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტები შეიტანონ, მეორე მხრივ კი კომპანიის ქართულ ბაზარზე გამოჩენა დამატებითი შესაძლებლობაა IT სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის მიიღონ საერთაშორისო ფინტექ კომპანიასთან პროფესიონალური თანამშრომლობის გამოცდილება. გახსნის ივენთს ესწრებოდნენ უნივერსიტეტებისა და ტექნოლოგიური მიმართულების სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის წარმომადგენლები. Devexperts-ში ფიქრობენ, რომ მათი ერთ-ერთი მისიაა მათ გარშემო ფინტექიტ დაინტერესებული დაინტერესებული ახალგაზრდების შემოკრება და კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდა. Devexperts-ის ინიციატივა ითანამშრომლოს საქართველოს უნივერსიტერებთან პროფესიონალი კადრების მოძიების კუთხით უზრუნველყოფს IT სპეციალისტების დასაქმების ხელშეწყობას, კვალიფიციური შრომითი რესურსის შექმნასა და ბაზარზე ტექნოლოგიების განვითარებას”, - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორმა, თეა კბილცეცხლაშვილმა. კომპანია ცნობილია თავისი კორპორატიული კულტურით. Devexperts-ი ხშირად უწევს ორგანიზებას და ამასთან ერთად, მონაწილოებას იღებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიულ IT ღონისძიებებზე, დამწყებ აუდიტორიას სთავაზობს სტაჟირებისა თუ მენტორობის პროგრამებსა და შიდა კურსებს. ამასთან, მჭიდროდ თანამშრომლობს საუნივერსიტეტო პროგრამებთან. “კომუნიკაცია და განათლება არის წყარო ინოვაციური იდეებს. სწორედ ამიტომ, კომპანია ორიენტირებულია შექმნას გარემო, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალებს შორის აზრთა თავისუფალ მიმოცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. ჩვენი მიზანია ვიქონიოთ პოზიტიური გავლენა საქართველოში IT ინდუსტრიის განვითარებაზე, ამისათვის კი ვგეგმავთ, აქტიურად განვახორციელოთ საგანმანათლებლო – ნეთვორქინგ ღონისძიებები და ამასთან ერთად, საქართველოს ოფისშიც დასაქმებულებისათვის საუკეთესო სამუშაო პირობები შევქმნათ - ის, რაც Devexperts-ის გუნდს საერთაშორისო ასპარეზზეც გამოარჩევს“, ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დენის ნორკინი. ქართულ ოფისში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესი და აქ ელოდებიან ყველას, ვისაც ექსპერტული ან მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვს, მაგრამ საკუთარ თავს IT–სფეროში ხედავს. Devexperts-ი მათ აძლევს შესაძლებლობას შემოუერთდნენ გუნდს და მათი დახმარებით აიმაღლონ კვალიფიკაცია. R 28 1-ს მოსწონს
|