x
image
WhiteBlack
100 წლის ქალბატონი სვავს და ეწევა

ჩვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილია, თუ როგორი ზიანი მოაქვს მოწევას ადამიანის ორგანიზმისთვის.მიუხედავად ამისა ბევრი ჩვენგანი მაინც არ ინტერესდება გაფრთხილებით, რომელიც უკვე ყველა სიგარეტის ეტიკეტზეა და მაინც ეწევა.
სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამ სტატიაშიც.
100 წლის ბრიტანელი ქალბატონი ლორნა გობეი ამტკიცებს, რომ მან მოწევა სამოცდაათი წლის წინ ოცდაათი წლის ასაკში დაიწყო და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იგი დღემდე ეწევა და თან ალკოჰოლურ სასმელზეც არ ამბობს უარს კერძოდ კი ვისკიზე.
image
"მე ოცდაათი წლიდან ვეწევი და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობა ღმერთს, მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და სიკვდილსაც კიდევ კარგა ხანი არ ვაპირებ"-ამტკიცებს 100 წლის ლორნა.
ლორნა გობეის ჰყავს შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილებიც შთამომავლების საერთო რიცხვმა უკვე 55_ს მიაღწია.(ნეტა ეხლა ამან სახელები თუ იცის ყველა შთამომავლის) მისი თქმით ახლო ნათესავები ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე ამ მავნე ჩვევას გადააჩვიონ, მაგრამ ეს ყველაფერი აზრს მოკლებულია, რადგან იგი უარის თქმას არ აპირებს არც სასმელზე და არც სიგარეტზე. ვერაფერს იტყვი მაგარი ქალია.

პ.ს ამ სიტყვებზე გენიალური ქართველი მსახიობის იპოლიტე ხვიჩიას ნათქვამი გამახსენდა -
"კიდეც დავლევ, კიდეც მოვწევ, კიდეც ვინერვიულებ და პენსიაზეც არ გავალ."

5
329
7-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
329
  
2012, 8 ივლისი, 18:09
მოწევა კლავსო/?
2012, 8 ივლისი, 14:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 8 ივლისი, 13:26
აუ,კიდევ ეს მინდოდა მე ? ძლივს დანებება გადავწყვიტე ((
2012, 8 ივლისი, 4:22
მეც ესეთი ვიქნები პროსტა 100 წლამდე რა ვაკეთო მეზარება
0 1 5