ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოხერხებული მატყუარები იკრიბებიან ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით პატარა სოფელ სენტონ-ბრიჯში.მიზანი ამ შეკრებისა არის კონკურსი, რომელზეც ერთმანეთს ყველაზე მატყუარა ადამიანები ეჯიბრებიან. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ, პოლიტიკოსებს და ადვოკატებს, რადგანაც მათ პროფესიიდან გამომდინარე უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება და უპირატესობა გააჩნიათ სხვა კონკურსანტებთან შედარებით.
ყოველი წლის ნოემბერში შეჯიბრი "World’s Biggest Liar" (მსოფლიოს ყველაზე დიდი მატყუარა)აგროვებს კონკურსანტებს, იმისთვის რომ პატივი მიაგონ ბარ“Bridge Inn”_ის მფლობელს, რომელიც XIX საუკუნეში ცხოვრობდა. იგი განთქმული იყო თავისი პროფესიონალური ტყუილებით და ზღაპრებით, რომელებსაც სიმართლედ ასაღებდა. სწორედ ამ ლეგენდარული ინგლისელი მატყუარის საპატივცემულოდ იმართება ეს კონკურსი, რომელზეც იმარჯვებს საუკეთესო მატყუარა. მონაწილეებს ეძლევათ 5 წუთი, ამ დროის განმავლობაში მათ უნდა მოიგონონ ყველაზე დიდი და დამაჯერებელი ტყუილი, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.აკრძალულია მინიშნებების და ქაღალდების გამოყენება.ასევე, დაუშვებელია სასცილო ისტორიების მოყოლა. მაგალითისთვის:წინა წლებში გამარჯვებულები, საუბრობდნენ გერმანულ ხომალდებზე, რომლებიც II მსოფლიო ომის დროს "DVD"_ის ეძებდნენ.ერთმა კი გაიმარჯვა ისტორიით, სადაც ინგლისიდან შოტლანდიამდე ნაგვის ურნით მოგზაურობდნენ. შეჯიბრის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მატყუარა ჯონ გრემი გახდა, ასევე ცნობილი, როგორც "ჯონ მატყუარა" მან ეს ტიტული შვიდჯერ მოიპოვა 1994_დან 2008_მდე.