x
image
WhiteBlack
"100 დოლარიან კუპიურებს ვირთხები ანადგურებდნენ" საინტერესო ფაქტები პაბლო ესკობარეს იმპერიის შესახებ

image1.თავისი ძალაუფლების პიკზე მედელინის კარტელს აშშ_ში დღეში
15 ტონა კოკაინი შეჰქონდა. ასეთი პარტიის ღირებულება 500 მილიონი დოლარია.
2.პაბლოს ძმის - რობერტო ესკობარის თქმით, მხოლოდ ბანკნოტის შესაკრავ რეზინებში ისინი თვეში 2500 დოლარს ხარჯავდნენ. მათი თანხის ძირითადი ნაწილი საწყობებში ინახებოდა, სადაც 100 დოლარიან კუპიურებს ვირთხები ანადგურებდნენ. მხოლოდ მღრღნელების წყალობით კარტელი თავისი შემოსავლების 10% კარგავდა.
3.რამოდენიმეჯერ პაბლო თავად მართავდა თვითმფრინავს, რომელსაც კონტრაბანდული კოკაინი გადაჰქონდა კოლუმბიიდან
პანამაში. მოგვიანებით მან 15 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი შეიძინა.
4.ერთი წარმატებული რეისით ესკობარის მფრინავები 500.000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებდნენ
5.ესკობარის იმპერიის ყველაზე დიდი ობიექტი ბაჰამის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობდა. აქვე ჰქონდა აშენებული: აეროპორტი, სასტუმრო, რამდენიმე სახლი და გამაგრილებელი საწყობი კოკაინის შესანახად.
6.ყველაზე დიდი პარტია, რაც მას ამერიკაში გაუგზავნია 23 ტონას იწონიდა
7.რობერტო ესკობარი ყვება, რომ პაბლოს ჰყავდა 2 წყალქვეშა ნავი, რომელიც დისტანციურად იმართებოდა. ამ ნავებით განსაკუთრებული რეისები სრულდებოდა.
8.1982 წელს ესკობარი კოლუმბიის პარლამენტის თავჯდომარედ აირჩიეს. ის ესპანეთშიც გაფრინდა ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსით.
9.თავისი ცხოვრებისეული კრედო პაბლომ ასე წარმოაჩინა
„ყველაფერი მარტივია - შენ ჯერ ვინმეს მოისყიდი
აქ, ვინმეს - მოისყიდი იქ. ხოლო შემდეგ ნაცნობ ბანკირს გადაუხდი, რომ საკუთარი დანახარჯები დაიბრუნო“.
image















0
441
1-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0