საზოგადოება რუსეთის ახალგაზრდობის თითქმის ნახევარს არაფერი სმენია სტალინური რეპრესიების შესახებ 2018, 6 ოქტომბერი, 16:27 რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა((ВЦИОМ) გამოკითხა 1600 მოქალაქე, რომ გაერკვიათ რამდენად კარგად არიან იციან საბჭოთა კავშირში განხორციელებული სტალინურ რეპრესიები, რომელიც 1927-1953 წლებში მოხდა.
გაირკვა, რომ რუსების უმეტესობა(80%) ინფორმირებულია სტალინური რეპრესიების შესახებ, სხვათა შორის ეს მონაცემი შარშანდელთან შედარებით 7%-ით მეტია, მაგრამ ამავე დროს 19%-მა აღიარა, რომ პირველად ესმით, სტალინის პერიოდში პოლიტიკური მოტივით დევნა თუ ხდებოდა. რესპონდენტების უმეტესობა, რომელსაც არაფერი სმენია სტალინური რეპრესიების შესახებ, ახალგაზრდებია 18-იდან 24 წლამდე(47%), ხოლო ამ საკითხში კარგად გარკვეულები 45 წლიდან 59 წლამდე ადამიანები აღმოჩნდნენ(89%) სხვათა შორის შარშანდელი გამოკითხვის დროს ყოველ მე-4 რუს მიქალაქეს მიაჩნდათ, რომ სტალინის მიერ განხორციელებული რეპრესიები "ისტორიულად აუცილებელი მოვლენა იყო". 66 4-ს მოსწონს
|