x
image
დოზა26
საჩუქრად საქართველოს რუკა რუსეთის დელეგაციას

image
ბათუმში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს რუკა აჩუქა. რიჟვაძის ეს ქმედება 3 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, როცა რუსეთის წარმომადგენლებმა ოლიმპიადაზე მსოფლიო რუკები დაარიგეს, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, უნებლიეთ დაშვებული შეცდომა ქვეყნის ერთიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ამიტომ დელეგაციის წევრებს საქართველოს რუკას გადასცემს, რათა მომავალში ასეთი უხერხულობა აღარ შეიქმნას. “საქართველო არის ვაჟა-ფშაველას ქვეყანა და ძალიან კარგად ვიცით სტუმარ-მასპინძლობის როგორც წესი, ისე სტუმრის პატივისცემა. თუმცა, ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ. დიზაინერების უნებლიეთ დაშვებული შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამიტომ, მე მინდა საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს, რათა ასეთი უხერხულობა მომავალში თავიდან იქნას არიდებული – ეს არის საქართველოს რუკა და ისტორია, “ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

0
144
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0