x
image
klopka
ევროპელი მამაკაცები საკუთარ გარეგნობას უფრო მეტ დროს უთმობენ

image„ხუთ წელზე მეტია, რაც მამაკაცები უფრო მეტ დროს უთმობენ საკუთარ გარეგნობას, ვიდრე ქალები. ისინი კვირაში საშუალოდ 3, 1 საათს ხარჯავენ ამაზე, მაშინ როცა ქალები ამ საქმისთვის საშუალოდ 2, 5 საათს გამოყოფენ“, — ნათქვამია ლონდონში გამომავალ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“. იმის გამო, რომ მამაკაცები სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ საკუთარ გარეგნობას, იზრდება მოთხოვნილება კანის, თმის, პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და ისეთ პარფიუმერიაზე, რომლებიც მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი. „გასულ წელს ასეთი საშუალებების ღირებულება 20 მილიარდ ევროს შეადგენდა. ვარაუდობენ, რომ 2013 წლისთვის ეს თანხა 24 მილიარდამდე გაიზრდება“. მამაკაცთა სილამაზის სალონის ერთმა მენეჯერმა „დეილი ტელეგრაფის“ კორესპონდენტს უთხრა: „ჩვენი ბიზნესი მნიშვნელოვნად იზრდება იმ კლიენტების წყალობით, რომლებიც სახის კანის მოვლაში, მანიკიურსა და პედიკიურში რეგულარულად 300 ევრომდე ხარჯავენ“. ამას გარდა, გაზეთში ნათქვამია, რომ „მამაკაცის სუნამოების 60 პროცენტს უშუალოდ მამაკაცები ყიდულობენ და არა მათი მეუღლეები ან მეგობარი ქალები“

2
92
4-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
92
  
0 1 2