x
image
klopka
ნაკლები ძილი, ხშირი გაცივება

image„იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც შვიდ საათზე ნაკლები სძინავთ, სამჯერ მეტია გაცივების ალბათობა, ვიდრე იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც საშუალოდ რვა ან მეტი საათი სძინავთ“, — აღნიშნულია პიტსბურგის კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ცნობარში (პენსილვანია, აშშ). იმ ადამიანის შემთხვევაში, რომელსაც ლოგინში გატარებული დროის „თუნდაც 8 პროცენტი არ სძინავს, ხუთ-ნახევარჯერ მეტია გაცივების ალბათობა“, ვიდრე იმის შემთხვევაში, ვისაც ღრმად სძინავს. „მართალია, უკვე კარგა ხანია დადგინდა კავშირი ძილსა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას შორის, მაგრამ მხოლოდ ახლა გაირკვა, რამდენად აქვეითებს ჩვენი ორგანიზმის გრიპის ვირუსებთან ბრძოლის უნარს ძილის თუნდაც უმნიშვნელო დარღვევა, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, შელდონ კოენი. — ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა გამოყოს ადამიანმა დრო ღამე კარგად გამოძინებისთვის“.

1
102
3-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
102
  
0 1 1