x
image
თამილა გურაშვილი
რა საშიშროებას გვიქმნის ეშერის და ლუგარის ლაბორატორიები?

imageპრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ არის პერსპექტივა შავი ზღვის აფეთქებისა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში. ინჟინერ-გეოლოგი ვაჟა კაკაბაძე ავრცელებდა შემდეგ ინფორმაციას:

"ჟანგბადით მდიდარი თხელი, 100-150 მეტრის ზედა ფენის ქვეშ შავი ზღვის სიღრმეში უჟანგბადო შრეებია, რომელიც შავი ზღვის 85 პროცენტს შეადგენს. ეს შრეები წყალში გახსნილი ფეთქებადი თვისებების მქონე აირით – გოგირდწყალბადით გახლავთ გაჯერებული. თანამედროვე კვლევებით დასტურდება, რომ ჟანგბადის შემცირების პარალელურად, გოგირდწყალბადის შემცველობა შავ ზღვაში თანდათან მატულობს, რაც შავი ზღვის აფეთქების პერსპექტივას ქმნის...შავ ზღვაში აფეთქების შედეგად ჩამოყალიბდება ვეება ცუნამი, რომელიც შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანას – საქართველოს, თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს და ყირიმს თავს დაატყდება და წალეკავს. ტალღა იმდენად მძლავრი იქნება, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანის ტერიტორიამდეც მიაღწიოს და გზად მიწის პირისგან აღგაოს ცივილიზაციის ნიშნები. მსგავსი, ოღონდ შეუდარებლად ნაკლები მასშტაბის კატასტროფაა მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუ მტრის მიერ წერტილოვანი დარტყმების ან სხვა ზემოქმედების შედეგად ჟინვალის წყალსაცავიდან გათავისუფლებული წყლის მასა გადმოიღვრება – ასეთ შემთხვევაში ტალღა რუსთავამდე მიაღწევს და გზად ყველა დასახლებას წალეკავს. რაც დიდია მასა, მით მეტია მისი აჩქარების პოტენციალი! ეს საფრთხეც არ არის გამორიცხული, რადგან ჟინვალის წყალსაცავი გარკვეული ხარვეზებით არის აგებული, სადაც წყლის გამშვები ტრაპები ვიწროა...."image

ამ ინფორმაციის გავრცელების მერე ატეხილ აჟიოტაჟს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე ეხმიანება:

"ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია ჩემმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ შავი ზღვა ბინძურდება სოხუმში განლაგებული ეშერის ლაბორატორიის მიერ, რამაც შეიძლება შავ ზღვაში გოგირდწყალბადის აფეთქება გამოიწვიოს.

ამის შესახებ ჩვენი მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები დუმან, მაგრამ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ყველამ ატეხა ხმაური. ყველაში ვგულისხმობ როგორც საქართველოს, ასევე უცხოურ (ძირითადად რუსულ) მასმედიას.

რუსმა გენერალმა იგორ კირილოვმა, იგორ გიორგაძის უკანონოდ მოპოვებულ ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს თითი დაუქნია, დაემუქრა და ლუგარის ლაბორატორიის დახურვა მოითხოვა, სადაც ლაბორატორიის თანამშრომლის, ანა ჟვანიას განმარტებით, მხოლოდ მეცნიერული კვლევები მიმდინარეობს. ყოველივე ამასთან დაკავშირებით ქართული ანდაზა მახსენდება: „გაღმა შეედავეო, გამოღმაც შენ დაგრჩებაო“. ამ პრინციპს რუსები ოსტატურად იყენებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით თხოვნით მივმართავ საქართველოს მთავრობას, გამოიჩინონ პრინციპულობა და რუსეთის მხარეს მოსთხოვონ ეშერის ლაბორატორიის დახურვა, სანაცვლოდ კი შესთავაზონ ლუგარის ლაბორატორიის დათვალიერება ან კვლევაში მონაწილეობის მიღება. ამის სრული უფლება აქვთ, რამეთუ ორივე ლაბორატორია საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული.

ანდაზის ბოლო გამონათქვამი დროებითი გარემოებაა; ამასთან, საზოგადოებას ვაცნობებ ეშერის ლაბორატორიის მუშაობის შედეგს: ბოლო 20 წლის განმავლობაში გოგირდწყალბადის ფენა 20-25 მ-ით აიწია და, ასევე, შავი ზღვის თევზის ქსოვილებში აღმოჩენილ იქნა ადამიანის ორგანიზმისათვის საშიში ტოქსიკური ნივთიერებები – ვერცხლისწყალი და დიოქსინები. მაშასადამე ჩნდება კითხვა: რა უფრო საშიშია?

ჩემი მოსაზრებით: ცუდი მეზობელი, რამეთუ იგივე ქართული ანდაზა ამბობს: „მეზობელო კარისაო სინათლე ხარ თვალისაო“; ბოდიში, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე უნდა ითქვას: „მეზობელო კარისაო სიბნელე ხარ თვალისაო“.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე.

0
306
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0