"გადატრიალება მეცნიერებაში - აღმოჩენილია 10,000 წლის წინანდელი უცნობი ცივილიზაცია" ( +ფოტოები )
"გადატრიალება მეცნიერებაში - აღმოჩენილია 10, 000 წლის წინანდელი უცნობი ცივილიზაცია" ( +ფოტოები )
არქეოლოგებმა ინდოეთში, კონკრეტულად მახარაშტარში, აღმოაჩინეს 10, 000 წლის წინანდელი უცნობი ცივილიზაციის "ნაკვალევი". ათასობით ქვაზე ამოჭრილი ნახატები აღმოჩენილი იქნა მახარაშტარის დასავლეთ მხარეს. მეცნიერებმა გაიარეს ათასობით კილომეტრი, ადგილობრივების გამოკითხვის მიზნით. ათასობით წლების განმავლობაში "ნახატები" დაფარული იყო ნიადაგის სქელი ფენით. თუმცა რამოდენიმე მათგანი ნაცნობი აღმოჩნდა ადგილობრივებისათვის. ეს ადგილი წმინდაა და მლოცველები ხშირად დადიან ხოლმე. აღმოჩენილი პეტროგლიფები მეცნიერებმა 52 სხვადასხვა სოფელში იპოვეს, თუმცა აქედან მხოლოდ ხუთმა იცოდა ამ პეტროგლიფების არსებობის შესახებ.
ექსპერტები განაცვიფრა "ნახატების" მრავალფეროვანებამ. მათ აღმოაჩინეს ადამიანების, ცხოველების, ფრინველების და სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების ნახატები. არქეოლოგიური გათხრების დეპარტამენტის დირექტორი, ტაეს გარჟი აცხადებს, რომ პირველი, რაც მათ შეუძლიათ დანამდვილებით თქვან და რაც გამოიკვლიეს, იყო ის, რომ ეს პეტროგლიფები შექმნილი იყო 10, 000 წლის წინ.
მეცნიერები არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ეს ნახატები შესაძლებელია უძველესი იყოს პლანეტის ისტორიაში.
ხშირად გვხვდება ნადირობისა და ცხოველების პეტროგლიფები, რაზეც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ცივილიზაციის წევრები თავს მხოლოდ ნადირობით ირჩენდნენ.
რამოდენიმე პეტროგლიფმა მეცნიერებს რიგი კითხვები დაუბადეს, თუმცა მათ პასუხები ამ კითხვებს ჯერ-ჯერობით ვერ გასცეს,
მთავრობამ გამოყო 3, 2 მილიონი დოლარი ამ აღმოჩენების დაწვრილებითი გამოკვლევებისათვის..
იხილეთ ასევე:
აღმოჩენილია ვირუსი, რომელიც გავრცელდა დედამიწაზე სხვა პლანეტიდან - ვირუსის გენეტიკური კოდი ორჯერ დიდი იყო აქამდე არსებულ მეგავირუსთან შედარებით, რომელიც ითვლებოდა ყველაზე დიდ ვირუსად. ამ კვლევებისა და ყველაფრის აღმოჩენის გამო მეცნიერები თვლიან, რომ ეს ვირუსი არ არის დედამიწისგან.
ვინ ან რა არსებობდა დიდ აფეთქებამდე? - მეცნიერები ხსნიან ღმერთის არსებობას ( +ფოტოები ) - ჯერ კიდევ 1, 600 წლის წინ თეოლოგი, ავგუსტინი, ცდილობდა "აეხსნა" ღმერთი სამყაროს შექმნამდე. ის კი მივიდა ასეთ პასუხამდე: დრო არის ღმერთის ერთ-ერთი ქმნილება და დრომე არ არსებობდა "წარსული".