საზოგადოება სილქნეტი და გლობალ-ტვ ქართული არხების პაკეტს 2 ლარით გააძვირებს 2018, 4 ოქტომბერი, 18:15
სილქნეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2 ლარით გაზარდოს სატელევიზიო მომსახურების ღირებულება. ტარიფის ზრდა ასევე შეეხება გლობალ ტვ-ის მომხმარებლებსაც. კომპანიის გადაწყვეტილება 6 ქართული არხის Media Rights Georgia-ში გაერთიანებას უკავშირდება, რომლებმაც რეტრანსლირებისთვის ოპერატორების თანხა მოსთხოვეს. ეს ტელეარხებია: რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო, იმედი, მაესტრო, GDS.
.
ოპერატორები 6 ტელეარხის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ, - გასულ წელს აღნიშნული არხები საკაბელო ოპერატორებმა პროტესტის ნიშნად გათიშეს კიდეც.
. „კომპანია სილქნეტმა, განსხვავებით სხვა ოპერატორებისგან, შეძლო ერთი წლით შეენარჩუნებინა აღნიშნული არხების ჩვენება ფასის უცვლელად. თუმცა, ამ 6 ქართული არხის მოთხოვნით გადასახადის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა, რის შედეგადაც კომპანია იძულებულია სილქტვ-ის აბონენტებს, 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2 ლარით გაუზარდოს სატელევიზიო მომსახურების ღირებულება. ტარიფის ზრდა ასევე შეეხება გლობალ ტვ-ის მომხმარებლებსაც.“, - განმარტავენ სილქნეტში. . ტარიფი გასულ წელს გაზარდა მაგთიმაც. ასევე რეტრანსლირების საფასურის დაწესების მიუხედავად, კომპანიის გადაწყვეტილებით იმ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ განახლებული „ორმაგი შეთავაზების“ პაკეტებით, შეუნარჩუნდებათ ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი უცვლელი ტარიფებით. . შეგახსენებთ, პოპულარულმა ვიდეოპორტალმა მაივიდეო.ჯი-მ უკვე სამი კვირაა შეწყვიტა ხსენებული არხების ტრანსლირება. მიზეზი იგივეა, მაივიდეოს ადმინისტრაციას არ სურს ფასიანი გახდეს მათი მომსახურება ვიზიტორებისთვის, ამდენად, მიიღეს გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ ამ არხების გავრცელება. . ამავე თემაზე: ექვსი ქართული ტელეარხის ინტერნეტში ტრანსლირება აიკრძალა 61 შეფასება არ არის
|