x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საქართველოში ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან თავისუფლდება
image

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საკონომდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტი და მიწოდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.


საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებმა არჩილ თალაკვაძემ, მამუკა მდინარაძემ და კახა კუჭავამ შეიტანეს.

image


პროექტი ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების იმპორტს და ადგილობრივი წარმოების, გამონაბოლქვის შემცირებას და მწვანე ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.



აქამდე მოქმედი კანონით, ელექტროძრავიანი ავტობუსის და ელექტროძრავიანი მიკროავტობუსის მიწოდება და იმპორტი სხვა გადასახადებისგან - იმპორტისა და აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებული იყო და მხოლოდ დღგ-თი იბეგრებოდა. კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ, მოხდება მისი დღგ-სგან გათავისუფლება.



შეგახენებთ, გერმანულ-ჩინური პარტნიორობით ქალაქ რუსთავში დაგეგმილია ელექტრო ავტობუსების ქარხნის მშენებლობა.

0
119
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0