გერმანელმა ფერმერმა მის ტერიტორიაზე ნაპოვნი არტეფაქტის გამო მისთვის მიცემული კომპენსაცია იცოტავა და სახელმწიფოს დავა მოუგო
ალბათ იღბალია საჭირო ცხოვრებაში რომ გაგიმართლოს, ასეთივე იღბლიანი იყო ალბათ გერმანელი ფერმერიც, რომლის ტერიტორიაზეც იპოვეს არტეფაქტი.
თუმცა შესაძლოა იღბალმა "გაგიღიმოთ", მაგრამ ამას თქვენ ვერ მიხვდეთ და "იღბლის" წყალობით მოსულმა წარმატებამ გვერდზე ჩაგიაროთ.
თუმცა ასე არ მოქცეულა გერმანელი ფერმერი გერმანიის ფედერაციის ქალაქ ლანაუდან.
2009 წელს 11 მეტრიან ჭაში, ჭის ამოწმენდისას ნაპოვნი იქნა ბრინჯაოსაგან დამზადებული ცხენის თავი.
ჭა დახურული იყო ჰერმეტულად და არ იყენებდნენ მანამ, სანამ ფერმერმა არ გადაწყვიტა მისი ამოწმენდა და გამოყენება საკუთარ ფერმაში.
ბრინჯაოს არტეფაქტი, რომელიც წლების მანძილზე იმყოფებოდა წყალში, ყველაფრის მიუხედავად იდეალურად იყო შენახული.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხენის თავი ძველ რომაული, იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტის მონუმენტის ნაწილი იყო და ფერმერს (რომლის ვინაობა არ გახმაურებულა) სახელმწიფომ გადაუხადა 48 ათასი ევრო.
თუმცა მალევე შეიტყო ფერმერმა, რომ მის ჭაში ნაპოვნი არტეფაქტი შეაფასეს ექსპერტებმა მილიარდ ნახევარ ევროდ.
ფერმერმა გადაწყვიტა გაესაჩივრებინა მისთვის საკომპენსაციოდ გაცემული თანხის რაოდენობა და გააკეთა კიდეც ეს.
9 წლიანმა სასამართლო განხილვებმა ფერმერის სასარგებლოდ გამოიტანა განჩინება-სახელმწიფომ ფერმერს უნდა გადაუხადოს 773 ათასი ევრო და აუნაზღაუროს სასამართლოში მის მიერ გაწეული ხარჯები.
აქ ვინ რას მოგცემს ჩემო ძმაო! :)