x
image
Guns N Roses
ტესტი - "რამდენად ხართ შინაგანად პუტინი?" - მეტი პოზიტივი

ტესტი - "რამდენად ხართ შინაგანად პუტინი?" - მეტი პოზიტივი

image

როგორც მოგეხსენებათ ბრიტანეთში გამოვიდა წიგნი, "ვლადიმერ პუტინი: ცხოვრების მწვრთვნელი", სადაც დასაწყისში ავტორი გვირჩევს გავიგოთ თუ რამდენად ვართ პუტინი და ამის მიხედვით "დაგვეხმარება". ( სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ - "ვლადიმერ პუტინი: ცხოვრების მწვრთვნელი" ) ამისათვის მოცემულია სპეციალური ტესტი, რომელიც უნდა გაიაროთ..

გთავაზობთ ტესტს:

1. რომელია თქვენი საყვარელი თამაში?

A. "შაში"

B. ჭადრაკი

C. პოკერი. მაგრამ კარტის ნაცვლად იყენებთ ცოცხალ ადამიანებს და "გადასახადის" ნაცვლად იყენებთ სხვადასხვა ერების ბედს.


2. თქვენ დაქირავებული გაქვთ ბინა თუ გაქვთ საკუთარი სახლი/ბინა?


A. ვიქირავე

B. საკუთარი სახლი/ბინა

C. მე დავიკავე სხვისი საკუთარი სახლის გარკვეული ნაწილი და მოდით ამაზე ნუ ვისაუბრებთ.

3. მეგობარმა გაგიზიარათ საკუთარი საიდუმლო. თქვენ ქცევა შეესაბამება:


A. შევინახავ საიდუმლოდ და არავის არ მოვუყვები, როგორც დავპირდი

B. ჭორაობას დავიწყებ

C. შევინახავ საიდუმლოს ჩემს საიდუმლო საქმეებში, იქამდე სანამ საიდუმლოს ღირებულება არ გადაწონის მეგობრის ღირებულებას.


4. როგორ ინარჩუნებთ საკუთარ თავს კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში?

A. მე მაქვს სპეციალური სპორტული "აპლიკაცია" ტელეფონში. მაგრამ რეკლამებმა შემაწუხა და არ ვხსნი.

B. დავრბივარ

C. ჩემი მეგობარი იცვამს დათვის ფორმას და ჩვენ ვჩხუბობთ დაახლოებით სამი საათის განმავლობაში.


5. თქვენი ამერიკელი მეგობრები გთავაზობენ წახვიდეთ "პიცერიაში". თქვენ კიდევ გირჩევნიათ ჩინური საკვებით დანაყრდეთ. როგორ იქცევით?

A. პიცა ცუდი არ არის. ყოველ შემთხვევაში შემიძლია სხვა რამეც შევუკვეთო

B. დავთანხმდები სხვადასხვა ადგილას წასვლას და მოგვიანებით ვნახავ მეგობრებს დასალევად

C. "ფეისბუქში" რეკლამას შევუკვეთავ. დაე ნახონ ჩემმა მეგობრებმა როგორ კოცნის ჰილარი კლინტონი "დაკუნთულ სატანისტებს" სლოგანით - "პიცა არის თეთრი რასის მოღალატეებისთვის"


6. პირველი დღე ახალ სამსახურში. თქვენი მოქმედება შეესაბამება:

A. შევეცდები ხალხის მასას შევუერთდე და ყურადღების მიქცევას თავს ავარიდებ

B. ვიქნები პროფესიონალი და მტკიცე. მე ამიყვანეს მუშაობისთვის და არა დაკვირვებისთვის

C. მივალ მშვილდით და აქლემზე ამხედრებული ( ან რომელიმე სხვა დიდ ცხოველზე )



პასუხები:

უმეტესობა A. თქვენში არ არის არცერთი პროცენტი პუტინი.

უმეტესობა B. ერთი შეხედვით ჩანს, რომ თქვენ ხართ ძალიან "დაბალანსებული" პიროვნება. მაგრამ თქვენში მაინც არის "პატარა პუტინი".

უმეტესობა C. თქვენ უკვე პუტინი ხართ.



იმედი მაქვს ისიამოვნეთ..

იხილეთ ასევე:

"რა ხდება გოგონების საერთო საცხოვრებლებში - მეტი პოზიტივი" ( +ფოტოები ) - მოხვდე გოგონების საერთო საცხოვრებელში - ნებისმიერი საწინააღმდეგო სქესის სტუდენტის "ოცნებაა". სამწუხაროდ ასეთ ადგილებში მოხვედრა სასტიკად აკრძალულია და შეუძლებელია. ეს სტატია გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას დაათვალიეროთ გოგონების საერთო საცხოვრებელი.. გთავაზობთ ფოტოებს:

image

"როგორ მოქმედებს ქალის მკერდის ზომაზე ყავა და რა კავშირი აქვს კანის კიბოსთან?.. " - ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპურალური სასმელია და ეს ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდება ყავის მოყვარულთათვის. საქმე იმაშია, რომ ყავის ხშირი გამოყენება მოქმედებს ქალის მკერდის ზომაზე, სამწუხაროდ, უარყოფითად.

image

მეცნიერები აინშტაინის თეორიას ადასტურებენ და დედამიწის განადგურებაზე საუბრობენ - მეცნიერებმა აპოკალიფსის კიდევ ერთი ვარიანტი დაასახელეს. ამჯერათ მათი აზრით საფრთხე რეალურია და დედამიწა შეიძლება...

image

0
49
27-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0