წიგნი "ვლადიმერ პუტინი: ცხოვრების მწვრთვნელი" უკვე გაყიდვაშია
"რამდენად ხართ პუტინი?" - საკუთარი თავის განვითარებისთვის, ბრიტანეთში წიგნების სერიის გაყიდვები დაიწყო. წიგნის ავტორი თავიდან გვირჩევს გავიგოთ თუ "რამდენად ვართ ჩვენ პუტინი", და ამის მიხედვით გვაძლევს რჩევებს. წიგნის ავტორი აღმოჩნდა ლონდონის სარეკლამო კომპანიის, კრეატიული დირექტორი, რობ საერსი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოუშვა სკანდალური წინგნი დონალდ ტრამპზე. სატირული ლექსები დაფუძნებული და აწყობილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის "პოსტებით" სოციალურ ქსელში. ეს წიგნი გახდა "ბესტსელერი" ბრიტანეთსი და ამიტომ რობ საერსმა გადაწყვიტა ამჯერად ვლადიმერ პუტინისთვის "დაემიზნებინა". ახალი წიგნი დაწერილია როგორც "მწვრთნელი", რადგამ ავტორი პუტინს სწორედ "მწვრთვნელად" მიიჩნევს. "უამრავი ადამიანი, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში აღფრთოვანებულნი არიან პუტინით და თვლიან რომ ის ერთ-ერთი მოწინავე ფიგურაა. ამასთან უმეტესობას არ ესმის თუ რას აკეთებს კონკრეტულად ვლადიმერ პუტინი. მისი წარდგენა, როგორც "მწრთვნელი" დაეხმარება ასეთ ხალხს გაიგოს თუ რას აკეთებს ის." - აცხადებს რობ საერსი. წიგნის დასაწყისში ავტორი გვთავაზობს გავიაროთ ტესტი, იმისათვის რომ გავიგოთ რამდენი პროცენტით ვართ შინაგანად პუტინი. ამ ტესტის მერე, როგორც საერსი თვლის, მკითხვეს გაუადვილდება იმის მიხვედრა, თუ რა მიმართულებით უნდა გააგრძელოს საკუთარ თავზე მუშაობა.
იხილეთ ასევე: