ბიოგრაფია
12 საინტერესო ფაქტი ''ყველაზე ძლიერი ქალის'' - ანგელა მერკელის შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის
2018, 30 სექტემბერი, 20:06
12 საინტერესო ფაქტი ანგელა მერკელის შესახებ
ანგელა მერკელი ჟურნალ ''თაიმსის'' მიხედვით და არა მარტო, მსოფლიოში ყველაზე ''ძლიერ'' ქალადაა აღიარებული. ის არის ლიდერი ქვეყნისა, რომელიც მართავს ევროპის ეკონომიკას. იგი არის ფეხბურთის მოყვარული მეცნიერიც, რომელსაც ძაღლების ეშინია.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 12 საინტერესო ფაქტს გერმანიის კანცლერის შესახებ.
ანგელა მერკელის ნამდვილი სახელი და გვარი ანგელა დოროთია კესნერია. მამამისის ოჯახი პოლონური წარმოშობისაა, ხოლო მერკელი არის ანგელას პირველი ქმრის გვარი. ის 1977 წელს დაქორწინდა თანამემამულე ფიზიკოს სტუდენტზე, თუმცა 4 წლის შემდეგ ერთმანეთს გაშორდნენ .
გერმანელი მხარდამჭერები მას Mutti-ს უწოდებენ, რაც ''დედიკოს'' ნიშნავს.
ანგელა მერკელი მუშაობდა ბარმენად დისკო წვეულებებზე კოლეჯში სწავლის პერიოდში
მას აქვს ხარისხი ფიზიკაში და დოქტორის წოდება კვანტურ ქიმიაში. ზოგიერთი ამბობს, რომ მისი წარმატება პოლიტიკაში განპირობებულია სამეცნიერო და ანალიტიკური აზროვნების გამოყენებით სხვადასხვა სიტუაციაში. მან განაგრძო სწავლა მეცნიერების განხრით და გახდა ერთადერთი ქალი თეორიული ქიმიის ნაწილში აღმოსავლეთ გერმანიის მეცნიერებათა აკადემიაში.
1970-იანი წლების ბოლოს, მერკელი გახდა საინჟინრო სკოლის ასისტენტ-პროფესორი და შესთავაზეს გადასულიყო ''აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო სამსახურში/პოლიციაში''. მაგრამ მერკელმა თქვა, რომ იგი იყო ყბედი/მოლაქლაქე და ვერ ივარგებდა ჯაშუშად. ასე, რომ მან არ მიიღო ეს შემოთავაზება.
მას შემდეგ, რაც იგი პირველ ქმარს გაშორდა ცხოვრობდა, როგორც უსახლკარო არალეგალურ ბინაში, ფრიდრიხის ქუჩაზე, მატარებლის სადგურის მახლობლად. 30-ე დაბადების დღეზე, მასთან მამამისი მივიდა და უთხრა: ''შენ ვერასოდეს წახვალ წინ/შორს''
1989 წლის ნოემბერის ღამით, როდესაც ბერლინის კედელი დაეცა, 35 წლის ანგელა ესტუმრა საუნას. ამის შემდეგ იგი მივიდა საზღვართან, რათა აღენიშნა ეს დღე ბევრ უცნაურთან ერთად. დალია 1 კათხა ლუდი და დაუყოვნებლიც წავიდა სახლში, ასე რომ იგი არ იყო დაღლილი მეორე დღის სამუშაოსთვის. გერმანიაში ამ დღეს ყველას მთელი ღამე ეღვიძა.
მეორე ქმარს, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორ, იოაკიმ საუერს, არ უყვარდა პუბლიკა და არ იცნობდა მერკელს 2005 წლამდე. იგი სწორედ ამ წელს კანცლერის ინაუგურაციაზე გაიცნო. ამის შემდეგ მას რამდენჯერმე მოუწია მერკელის პირადი თვითმფრინავით მგზავრობა მასთან ერთად. ორთავეს უყვარდა ოპერა და ერთად ლაშქრობა. ოპერის სიყვარულისა და იმის გამო, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მოსწონდა, მედიამ საუერს ''ოპერის აჩრდილი'' უწოდა.
ანგელა მერკელის მრავალმხრივი ტალანტიდან აღსანიშნავია მზარეულობა. იგი აკეთებს შესანიშნავ ქლიავის ნამცხვარს და რეგულარულად დადის აგრალურ სავაჭრო ცენტრში, სადაც ნაღდი ფულით იხდის. ერთხელ მან უთხრა ყოფილ ნიგერიელ პრეზიდენტს გუდლუ ჯონათანს, რომ ის ყოველ დილით უმზადებს საუზმეს მის ქმარს.
მას წარმოუდგენლად ეშინია ძაღლების, მას შემდეგ, რაც 1995 წელს ძაღლმა უკბინა. ვლადიმერ პუტინმა კი არაერთხელ გამოიყენა თავისი ძაღლი თითქოს და მერკელის დაშინების/შეშინების მცდელობისათვის. ერთ-ერთი შეხვედრისას პუტინმა უთხრა: ''მე ვფიქრობ თქვენ არ უნდა გაშინებდეთ ძაღლები. თქვენ არაფერს აკეთებთ ცუდს, მას(ძაღლს) კი უყვარს ჟურნალისტები''.
მერკელი ხშირად სტუმრობს გერმანიის საფეხბურთო გუნდს საგულშემატკივრო ოთახში, ფეხბურთის დიდი სიყვარულისა და გამარჯვების მისალოცად. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას მან შემთხვევით დაინახა ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელიც შიშველი იყო.
''ფორბსის'' მიხედვით ანგელა მერკელი ზედიზედ 10-ჯერ გახდა ''მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქალი'', ხოლო ორჯერ მეორე ადგილზე იყო, პუტინის შემდეგ “მსოფლიოს ძლიერ პიროვნებებს'' შორის.