თავის მოვლა როდის უნდა გაიხეხოთ კბილები? 2012, 7 ივლისი, 11:33 „მჟავე გემოს მქონე საკვების ან სასმელის მიღებისთანავე კბილების დაუყოვნებლივ გახეხვამ შეიძლება ემალი დააზიანოს“, — ნათქვამია მეხიკოში გამომავალ გაზეთ „მილენიოში“. ქალაქ გეტინგენის (გერმანია) უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევიდან გამომდინარე, გაზეთი გვაფრთხილებს, რომ მჟავე გემოს მქონე საკვები „დროებით ასუსტებს კბილის ემალს“. ამიტომ, საკვების მიღებისთანავე კბილების გახეხვა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. ნაცვლად ამისა, „სასურველია, რამდენიმე წუთი მოვიცადოთ, რათა ემალმა საჭირო სიმტკიცე აღიდგინოს და მერე გავიხეხოთ“. 2752 8-ს მოსწონს
|