მაკიაჟი და ვარცხნილობა არაბი ქალის მაკიაჟი. ''იდუმალი მზერა'' 2018, 29 სექტემბერი, 13:14 აღმოსავლელი ქალების მთავარი იარაღი თვალებია. გახდი აღტაცების საგანი, გაიკეთე დრამატული მაკიაჟი მკვეთრი თვალის ჩრდილებით. ვიწყებთ:
ზოგადად, ფერმკრთალი კანი თუ გაქვს, ვერცხლისფერი ჩრდილებით იმუშავე, სხვა შემთხვევაში - ოქროსფერით. დაგჭირდება: კონსილერი, პრაიმერი, ჰაილაითერი, ღია ვარდისფერი და იისფერი თვალის ჩრდილი, ტუში, თხევადი ლაინერი, ხელოვნური წამწამები (სურვილისამებრ). 1. თხევადი კონსილერით შენიღბე ჩაშავებული თვალის უპე. 2. მაკიაჟმა რომ დიდხანს გაძლოს, პრაიმერის ბაზა დაიტანე. 3. ზედა ქუთოთოზე ვარდისფერი თვალის ჩრდილი გადაინაწილე და გარე კუთხისკენ აპრიხე. 4. დაიტანე მბზინავი იისფერი ჩრდილი.. შავი ფანქრით ქუთოთოს კიდეზე X დახატე და შემდეგ ფუნჯით აურიე, ფრთის ეფექტი უნდა მიიღო. 5. წარბის ქვეშ და თვალის შიდა კუთხეში ჰაილაითერი წაისვი, მზერას გამომხატველს გახდის. 6. თვალის სიგრძეზე ლაინერი წაისვი; ზოლი თანდათან უნდა სქელდებოდეს. შეცდომა კონსილერის ფუნჯით გამოასწორე. 7. ბოლო შტრიხი ტუში ან ხელოვნური წამწამებია. ტუჩებზე საკმარისია ბალზამი ან ბუნებრივი ფერის ტუჩსაცხი. أنت جميلة جداً. (ანთი ჟამილა დონჟიდე) რა ლამაზი ხარ!
არაბი ვიზაჟისტების პასუხი კითხვაზე: რა შეცდომას უშვებენ ქალები მაკიაჟის კეთებისას? ''ეშლებათ ტონალური კრემის შერჩევა, ფერს ვერ საზღვრავენ.. დილით ზედმეტად ''იხატებიან'' ან ცნობილი ადამიანების სტილს იკოპირებენ, როცა ყველას სახე განსხვავებულია! კონსულტაცია სილამაზის ექსპერტთან უნდა გაიაროთ, განარჩიოთ დილის და საღამოს მაკიაჟი.. კიდევ ერთი შეცდომა კონტურინგის ხაზების სიმკვეთრეა; ნუ ცდილობთ ნაკვთების შეცვლას.'' ''არასწორია, როცა ქალები ტუჩის გასადიდებლად შავ-ბნელ პომადას ისვამენ; ტუჩის ფანქრით უნდა შემოწერონ კონტური.'' ''ხშირი შეცდომა თვალის ირგვლივ სამი ტონით ღია კონსილერის წასმაა.. ფოტოზე სასაცილოდ ჩანს თეთრი წრეები.'' ''ხშირი შეცდომა ქვედა ქუთუთოს წამწამების ჩახატვაა, ზომა არ იციან.. წყალგამძლე შეარჩიეთ; ლაინერის დატანამდე მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე არ წაისვათ, თორემ გაგედღაბნებათ.'' ''ქალებო, შეწყვიტეთ უცნაური ფორმის წარბების კეთება, კანის ფერის შეცვლა და აშკარა კონტურინგი (კარგად მაინც გადაინაწილეთ)! ხელოვნური წამწამი თვალის ჭრილს მიუსადაგეთ.'' ''ჩვენი ყელი, ხელები და სახე ერთი ფერის არ არის, რადგან მზის სხივებს ერთნაირად ვერ იღებენ. ტონალურის შეფერილობა თქვენი ყბის ხაზის ფერით განსაზღვრეთ. დაფიქრდით, მაღაზიაში სწორი განათებააა, თუ არა. წარბის ფერი თმისაზე ღია უნდა იყოს; ნუ გაიკეთებთ კუთხოვან და თხელ წარბებს. გადავარცხნა არ დაივიწყოთ. რა საჭიროა მთელ სახეზე ბრონზერის წასმა? დაიტანეთ ცხვირის ხიდზე, ყვრიმალებზე და ნიკაპზე.'' ''ქალებს ვურჩევ, ჰაილაითერი არ წაისვან, სახეს ადიდებს, უსიცოცხლოს და ასაკოვანს ხდის.'' ''ზამთრის პერიოდში ლოყებზე მბზინავი ფერუმარილის დატანა შეწყვიტეთ; უბრალოდ, კანი დაიტენიანეთ.'' ''შეეშვით კონტურინგს! ამ სიყალბით საკუთარი სახე შეგძულდებათ. მიიღეთ თქვენი ბუნებრივი ნაკვთები; თუ ყვრიმალები არ მოგწონთ, ტუჩები ან წამწამები გამოკვეთეთ.'' ''მწარედ ცდებიან, როცა თვალის ჩრდილი მათი სამოსის ფერს ემთხვევა.'' 32 1-ს მოსწონს
|