x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
იდუმალი ერის გაქრობის საიდუმლო. უძველესი ცივილიზაციების საიდუმლო ჩანაწერები (ნაწილი – II)

image


სტატიის I ნაწილში ნათქვამი იყო, რომ პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული და დღეს პირამიდები, სტოუნჰენჯი და მსგავსი მეგალითური ნაგებობები, თითქმის, ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისა, რომ ადრე დედამიწაზე სხვა ცივილიზაცია არსებობდა. ეს ყველაფერი ჩვენი ცივილიზაციის მიერ რომ იყოს შექმნილი, ცოდნა არ დაიკარგებოდა და ის თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

დღეს უკვე აღარავინ კამათობს იმაზე, რომ ძველი ცივილიზაცია ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე ჩვენ ვართ (ცნობილია, რომ იაპონელმა მეცნიერებმა პირამიდის მშენებლობის დაპროექტირება სცადეს, დღევანდელი ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ასეთი ნაგებობების აშენება შეუძლებელი იყო. რედ.). მაგრამ, ყველას აინტერესებს, თუ სად გაქრნენ ამ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები?

მეცნიერებმა არაერთხელ გამოიკვლიეს ხეოფსის პირამიდა, თუმცა მასში არსებული ელექტრომაგნიტური იმპულსების მიზეზი ვერ ახსნეს. პირამიდის ზედა ნაწილში კი, პატარა ოთახი აღმოაჩინეს, რომლიდანაც პირამიდის წვერზე შეიძლება მოხვედრა. ყველა ვინც იქ ყოფილა, აღნიშნავს, რომ მას რაღაც ელემენტი აკლია. რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ იმ ადგილზე, წარსულში, ენერგიის მიმღები მოწყობილობა იდგა. ეჭვგარეშეა, – ეს ყველაზე მთავარი დეტალი იყო, კრისტალის მაგვარი რაღაც, რის გარეშეც ეს გიგანტური ნაგებობა, მხოლოდ ქვების გროვას წარმოადგენდა და მეტს არაფერს.


image


შუმერული ჩანაწერების მიხედვით, ძვ. წ. აღრ. 445 000 წელს პლანეტა ნიბირუდან დედამიწაზე ანუნაკები ჩამოვიდნენ და ანტიგრავიტაციული იარაღი ჩამოიტანეს, რომლის მეშვეობით, გარკვეულ ტერიტორიაზე, დედამიწის მიზიდულობის ძალის გათიშვა შეიძლებოდა. ძველბერძნულ ჩანაწერებში, პირამიდების მშენებლობის მექანიზმი «მფრინავი ქვების» სახელით არის მოხსენიებული და პლატონის მტკიცებით, ეგვიპტელმა ქურუმებმა ყველაფერი იცოდნენ ამ საიდუმლოს შესახებ. როგორც გაირკვა, აკუსტიკურ ტალღებს დედამიწის გრავიტაციის დაძლევა და უწონობის ველის შექმნა შეუძლია და ასეთ ვითარებაში, უზარმაზარი ბლოკები ფეხბურთის ბურთზე უფრო მსუბუქი ხდება. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით, მსგავსი მეთოდით, მხოლოდ ჩოგბურთისხელა საგნის აწევა არის შესაძლებელი. ამაზე შორს, ჩვენი ცივილიზაცია არ წასულა. მაგრამ ეს შედეგი, იმის მტკიცებულებად გამოდგება, რომ საგნების აკუსტიკური ლევიტაცია შესაძლებელია.

ანტიგრავიტაციული იარაღი ანუნაკებს პლანეტაზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ანუ პირამიდების ასაშენებლად ესაჭიროებოდათ. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, სფინქსი 12 ათასი წლის წინ არის შექმნილი, ხოლო პირამიდები ბევრად უფრო ძველი ნაგებობებია.

ერთ–ერთი ვერსიის მიხედვით, ანუნაკების დედამიწიდან გაქრობის მიზეზი – კოსმოსური კატასტროფა იყო. «ბიბლიაში» და ბევრ ძველ წყაროში აღწერილი მსოფლიო წარღვნა, დედამიწის სიახლოვეს, დიდი ზომის მეტეორიტის ჩავლის შედეგი იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვენერაზე სიცოცხლის განადგურების და მარსისთვის ატმოსფეროს მოცილებების და მისი უსიცოცხლო უდაბნოდ ქცევის მიზეზიც, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა ამ მოვლენის შედეგად, ყველაზე ნაკლებად დაზარალდა, მასზე მცხოვრებმა ცივილიზაციამ საკუთარი არსებობა რისკის ქვეშ აღარ დააყენა და გარკვეული პერიოდით, დედამიწის დატოვება გადაწყვიტა.

imageწავიდნენ და ენერგეტიკული კრისტალებიც თან წაიღეს... და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, კრისტალები იმიტომ კი არ წაიღეს, რომ დაკარგვის ეშინოდათ, არამედ, იმიტომ, რომ ეს მოწყობილობები ერთგვარ ამორფულ სუბსტანციას წარმოადგენდა, თან არასტაბილურს. ხოლო, არაპროგნოზირებად კოსმოსურ კატასტროფას, მისი დეტონაცია და მთელი პლანეტის განადგურება შეეძლო.

და აქ ისმის კითხვა: დაბრუნდებიან თუ არა ისინი და თუ დაბრუნდებიან, როდის?

კაცობრიობისთვის, რომელიც კოსმოსურ სიღრმეებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ თეორიულად სწავლობს, 10 ათასი წელი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. თუმცა, ისეთი ტექნიკური შესაძლებლობებით, როგორსაც ანუნაკები ფლობდნენ, დროის და სივრცის მიღმა ყოფნაც შესაძლებელია.

ძველინდურ ლეგენდებში ნათქვამია რომ «ღმერთები ციდან» ისევ დაბრუნდებიან და თავიაანთ პოზიციებს აღიდგენენ... და თუ ეს მართლა მოხდება, მაშინ ჩვენ, – დედამიწელებს რა ბედი გველის?

imageინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა როლი ჰქონდა ჩვენს ცივილიზაციას იმ პრეისტორიულ პერიოდში, ამჟამად მეტად ბუნდოვანია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამგვარ კავშირს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. მრავალრიცხოვანი ნახატები პირამიდების და ტაძრების კედლებზე, იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტაზე დედამიწელები ტიტულირებულები არ იყვნენ (ქურუმი მანეთონის ინფორმაციით, ფარაონების ეპოქის დაწყებამდე – ძვ. წ. აღრ. III ათასწლეულამდე, 18 ათასი წლის მანძილზე, ეგვიპტეს ღმერთები და ნახევრადღმერთები მართავდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაგ., შუმერებისთვის, ღმერთი ადამიანი იყო, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს ფლობდა. რედ.), მაგრამ არც დამონებულები ყოფილან... და კიდევ, ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციის თანახმად, ჩანს, რომ სწორედ მათ, ვინც პირამიდები ააშენეს, კაცობრიობის ცივილიზაციაც შექმნეს და კონტინენტებზე განასახლეს (იხ. სტატიის დანართი: ხელოვნური ცივილიზაცია და ჩვენთვის შექმნილი ხელოვნური სამყარო. რედ.). ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ამოუწურავი ენერგიის არსებობის პირობებშიც კი, დამატებითი რესურსების არსებობა, მუშახელის სახით, მაინც საჭირო იყო.

imageimageimageimageimageimageimage



0
969
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
969
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0