სხვა "უემბლის" სტადიონი გაიყიდა-ამიერიდან მისი მფლობელი პაკისტანელი მილიარდელია 2018, 28 სექტემბერი, 18:49 ამ სტადიონზე ჯოშუამ ნოკაუტში ჩააგდო კლიჩკო, აქ გამოდიოდა Queen და რომის პაპი, ამ სტადიონზე მოიგო ერთადერთხელ ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო თასი. მსოფლიოში უძველესი ფეხბურთის ასოციაციამ, რომელმაც დასაბამი დაუდო ყველაზე პოპულარული სპორტის, ფეხბურთის განვითარებას პლანეტაზე, 600 მილიონ ფუნტად ყიდის "უემბლის" სტადიონს, აღებული თანხა სამოყვარულო ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება.მყიდველი არის ამერიკაში მოღვაწე პაკისტანელი მილიარდელი შაჰიდ ხანი, რომელიც ოცნებობს ინგლისში ამერიკული ფეხბურთის განვითარებაზე. "უემბლი" ფეხბურთის აკვანია და ერთ დროს ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში, თითქმის ასწლიანი ისტორიის მანძილზე სტადიონმა დაიმკვიდრა არა მარტო დიდი ბრიტანეთის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი არენას სახელი.მოდით გავიხსენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები "უემბლის" ისტორიიდან. ტრიუმფი
1966 წელს "უემბლიზე" გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ფეხბურთში, მასპინძლებმა, ინგლისის ნაკრებმა ანგარიშით 4:2 სძლია გერმანიის ნაკრებს და გახდა მსოფლიო ჩემპიონი. Live Aid-1985
უემბლი რეკონსტრუქციის შემდეგ გახდა ХХ საუკუნის როკ-კონცერტების უმსხვილესი არენა. |
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |