სხვა ერაყში სილამაზის დედოფალი მოკლეს 2018, 28 სექტემბერი, 12:12 22 წლის ქალს ბაღდადში, კამ-სარას რაიონში ესროლეს. მძიმედ დაჭრილი, სამი ნატყვიარით ტარა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. Instagram-ზე მოდელს 2.7 მილიონი ხელმომწერი ჰყავდა. სილამაზის კონკურსის "მის ერაყი" გამარჯვების შემდეგ ტარა მრავალი მოდის ბრენდების სახე გახდა. აღსანიშნავია, რომ მოდელი ცხოვრობდა ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში, მაგრამ ხშირად ბაღდადშიც უწევდა ყოფნა. Kurdistan24-ის ინფორმაციით, ამ შემთხვევამდე ერაყში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ სილამაზის სალონის მესაკუთრე და მოდის ექსპერტი.
571 7-ს მოსწონს
|