განათლება ერთნაირი ფართობისა და პერიმეტრის მქონე მართკუთხა და ტოლფერდა სამკუთხედის არსებობა დადასტურდა 2018, 27 სექტემბერი, 15:39 ერთნაირი ფართობისა და პერიმეტრის მქონე მართკუთხა და ტოლფერდა სამკუთხედის არსებობა დადასტურდაიაპონიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა უძველესი, 2000 წლის მათემატიკური ამოცანა ამოხსნეს. იოშიუკი ხირაკავასა (Yoshiyuki Hirakawa) და ხიდეკი მაცუმურას (Hideki Matsumura) დასკვნის მიხედვით, არსებობს რაციონალური სამკუთხედი ჰიპოტენუზით, რომელიც 377 სანტიმეტრის (ან სიგრძის საზომი სხვა ერთეული) ტოლია და კათეტები, რომლებიც შესაბამისად 352 და 135 სანტიმეტრის ტოლია. ასევე რაციონალური ტოლფერდა სამკუთხედი, რომლის გვერდები 366 სანტიმეტრია, ხოლო მისი ფუძე 132 სანტიმეტრს უდრის. ამ უნიკალური გეომეტრიული ფიგურების პერიმეტრი და ფართობი ტოლია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი წყვილი არ არსებობს.მათ კიდევ ერთი თეორემა დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც ტოლი პერიმეტრისა და ფართობის მქონე მარტივი მართკუთხა და მარტივი ტოლფერდა სამკუთხედი არ არსებობს. მარტივი სამკუთხედი ეწოდება ფიგურას, რომლის გვერდების სიგრძის უდიდესი საერთო გამყოფი ერთის ტოლია. 1)ყავა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს
2)ეს საკვები პროდუქტები სიმსივნისგან დაგვიცავენ3)საინტერესო ფაქტები მომაჯადოვებელ ინდოეთზე
4)რა სიურპრიზი დახვდება მგზავრებს ''ღამის ავტობუსებში''?
5)პატარა გოგონა, რომელიც ინტერნეტს იპყრობს
6)ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხები კითხვებზე - კარგია თუ არა ყავა და როგორ გავზარდოთ მისი საშუალებით სიცოცხლის ხანგრძლივობა76 1-ს მოსწონს |
სწორი ყოფილა, რას ვერჩი?