x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამები
უინსტონ ჩერჩილი (1874-1965) (ინგლისის პრემიერ მინისტრი)

ბავშვობის წლები: დაიბადა 1874 წ. 30 ნოემბერს ლორდ რანდოლფ ჩერჩილის და ამერიკელი ჯენი ჯერომის ოჯახში ბლენჰეიმში, დიდი ბრიტანეთი.

ჰქონდა მეტყველების დეფექტი, რომლის დაძლევაშიც დაეხმარა გამუდმებული ვარჯიში მეტყველებაში.


განათლება: დაამთავრა ჰეროუს სკოლა და სანდჰასრტის სამხედრო კოლეჯი.



მოღვაწეობა: ჯარისკაცი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, მწერალი, მხატვარი.

1901 წ. 26 წლის ჩერჩილი პარლამენტარი გახდა. 1904 წ. მან დატოვა კონსერვატიული პარტია და შეუერთდა ლიბერალებს. 1910 წ. გახდა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და 1911 წ. სამხედრო–საზღვაო მინისტრი. ის იყო დიდი ბრიტანეთის სამხედრო–საზღვაო ძალების უფროსი, როცა დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. 1924–1929 წწ. იყო ფინანსთა მინისტრი, ხოლო 1940 – 1945 წწ. და კვლავ 1951–1955 წწ. – პრემიერ მინისტრი. 1964 წლამდე იყო თემთა პალატის წევრი.


ის აღიარეს: მან დაწერა თავისი ბიოგრაფია და წიგნი „მეორე მსოფლიო ომის ისტორია“, რამაც მოუტანა ნობელის ლიტერატურის პრემია 1953 წ.

1963 წ. აშშ პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მიანიჭა აშშ–ს საპატიო მოქალაქეობა, თუმცა ამ ცერემონიალს თეთრ სახლში მოხუცებული ჩერჩილი არ დასწრებია.

2002 წ. BBC ბი–ბი–სიმ დაასახელა 100 უდიდეს ბრიტანელთა რიცხვში. ჟურნალმა „თაიმმა“ კი აღიარა ისტორიის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ლიდერად.

ჩერჩილის კოლეჯი, კემბრიჯი, დაარსდა მის საპატივსაცემოდ 1958 წ.

პირადი ცხოვრება: 1908 წ. დაქორწინდა კლემენტინა ჩერჩილზე; ჰყავდა 5 შვილი. მისი მეოთხე შვილი, 3 წლის მარიგოლდი, გარდაიცვალა სეფსისით 1921 წ.

გარდაცვალება: გარდაიცვალა 1965 წ. 24 იანვარს ლონდონში 90 წლის ასაკში.

image

ბერნარდ შოუმ ჩერჩილს გაუგზავნა მოსაწვევი დეპეშა თავის სპექტაკლზე, „პიგმალიონი“, დასასწრებად ასეთი წარწერით: „დავჯავშნე ორი ბილეთი შენთვის ჩემს სპექტაკლზე. მოდი და მოიყვანე მეგობარიც, თუკი გყავს.“ ჩერჩილს საპასუხოდ მიუწერია:“შეუძლებელია შენს პირველ სპექტაკლს დავესწრო. დავესწრები მეორეს, თუკი იქნება“.

ლედი ნენსი ასტორმა უთხრა: „შენი ცოლი რომ ვიყო, საწამლავს ჩაგიყრიდი ყავაში!“ ჩერჩილმა უპასუხა: „მე მას დავლევდი, შენი ქმარი რომ ვიყო!“

- დიპლომატი ადამიანია, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს არ იტყვის.


- პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეებს ხედავს, ოპტიმისტი კი ყოველ სიძნელეში - შესაძლებლობებს.


- დემოკრატიის წინააღმდეგ საუკეთესო არგუმენტია ხუთწუთიანი საუბარი საშუალო ამომრჩეველთან.


- დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს.


- მშვიდობისმოქმედი ისაა, ვინც აჭმევს ნიანგს იმედით, რომ ნიანგი მას ბოლოს შეჭამს.


- ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ უძველეს პროფესიასთან ( იგულისხმება პროსტიტუცია ).


- როცა კაცს კლავ, სულაც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, იყო თავაზიანი.


- ოჯახს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 4 შვილი : 1 დედისთვის, 1 მამისთვის, 1 სამშობლოსთვის და 1 უბედური შემთხვევისთვის.


- კომუნისტი ნიანგს ჰგავს: როცა იგი პირს აღებს, ვერ გაარკვევ, გაღიმებას ცდილობს თუ შენს გადასასნლად ემზადება.


- არ მაღელვებს არანაირი მოქმედება, მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა ...


- წარმატება - ესაა შესაძლებლობა, მარცხს მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი.


- ორატორმა უნდა ამოწუროს თემა და არა მსმენელთა მოთმინება ...


- სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ.


- ქვეყნის რეპუტაცია მის მიერ აღებული სესხის სიდიდით განისაზღვრება.


- ფულის დაზოგვა კარგი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი შენს მაგივრად ამას შენი მშობლები აკეთებენ.


- პოლიტიკა თითქმის ისეთივე ამაღელვებელი და სახიფათოა, როგორც ომი. მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ომში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოგკლან, ხოლო პოლიტიკაში - მრავალგზის.


- ცხოვრებამ მასწავლა, რომ ხანდახან სულელებიც კი შეიძლება მართლები იყვნენ.


- ომმა კაცობრიობის პოტენციური გამნადგურებლის სახე მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში გვაჩვენა.


- იმისათვის, რომ გახდე უკეთესი, უნდა შეიცვალო. სრულყოფილებისთვის კი ხშირად ცვლაა საჭირო.


- თუკი კაცი 30 წლამდე ლიბერალი არაა, გული არ ჰქონია, ხოლო ის ვინც 30 წელს გადააბიჯა და ჯერ კიდევ არ გამხდარა კონსერვატორი მაშინ ის უბრალოდ უტვინო ყოფილა.


- თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს.


- როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას.


- ომი თამაშია, სადაც მთავარი იარაღი ღიმილია.


- ჩემი ყველაზე წარმატებული გარიგება ჩემს მეუღლესთან შედგა, როცა ის ცოლობაზე დავითანხმე.


- არაფერია იმაზე სახალისო, როცა უმიზეზოდ გესვრიან.


- მე შეიძლება გალეწილი მთვრალი ვარ, მისს, მაგრამ ხვალ დილით მე ფხიზელი ვიქნები, თქვენ კი - ისევ ისეთივე ამაზრზენი.


- რაც არ უნდა მომხიბლავი იყოს შენი სტრატეგია, დროგამოშვებით მაინც უნდა ადევნო თვალყური მის შედეგებს.


- შარლ დე გოლი გავს დედალ ლამას, რომელიც საკუთარ სააბაზანოში შეაშინეს.


- ძაღლები დაბლიდან ამოგვყურებენ, კატები კი - მაღლიდან დაგვცქერიან, მხოლოდ ღორები გვექცევიან ისე, როგორც თანასწორს.

3
12184
10-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
12184
  
2016, 20 მაისი, 14:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2014, 7 თებერვალი, 11:10
Nancy Astor: “Sir, if you were my husband, I would give you poison.”
Churchill: “If I were your husband I would take it.”
წყარო: http://www.insults.net/html/political/winstonchurchill.html;

http://jpetrie.myweb.uga.edu/bulldog.html;

როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას = When the Eagles Are Silent, the Parrots Begin to Jabber
წყარო: http://www.thequotefactory.com/quote-by/sir-winston-churchill/when-the-eagles-are-silent-the/31212;

http://www.parthenon.com/ThoughtLeadership/WhentheEaglesAreSilenttheParrotsBegintoJabber;
2014, 19 იანვარი, 23:35
პირველი ფრაზა ანუ დიალოგი ქალბატონთან საწამლავზე ეკუთვნის ბერნარდ შოს ეს ჩერჩილი ნამდვილად არ იყო, ხოლო ფრაზა **როცა არწივები დუმან თუთიყუშები ყბედობენ** ამოგებულია შექსპირის პიესიდან -რიჩარდ მესამე-
0 1 3