განათლება წელს რეკორდული რაოდენობის მასწავლებელი გახდა ''უფროსი'' და რამდენიმე ერთეული – მენტორი! იხილეთ ვრცლად 2018, 26 სექტემბერი, 18:45 სკოლის პედაგოგებს სტატუსი შეეცვალათწელს, 5000-მდე სკოლის პედაგოგს სტატუსი შეეცვალა. მასწავლებლებმა თითო საფეხურით წინ წაიწიეს.
3 512 უფროსი მასწავლებელი172 წამყვანი19 მენტორიამაღლებული სტატუსი უდრის გაზრდილ ანაზღაურებას, რომელსაც სტატუსშეცვლილი პედაგოგები 15 სექტემბრიდან მიიღებენ.
ჯერ სტატუსის მინიჭების პროცესი არ დასრულებულა, იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის ბრძანება გამოცემულია სტატუსის ცვლილებაზე იმ მასწავლებლებზე, რომელმაც სექტემბრამდე წარმოადგინეს წინადადება სტატუსის ცვლილებაზე.
გთავაზობთ პროფესიული განვითარების დირექტორის მოადგილის, მანანა რატიანის განცხადებას:„სექტემბერში წარმოდგენილია 1 100 წინადადება, რომელიც ასევე დაემატება სტატუსების ცვლილებას. ამ რიცხვს ასევე დაემატება იმ პედაგოგთა რაოდენობა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს ზღვარი გამოცდაზე, მთლიანობაში ასეთია 1 346 მასწავლებელი, თუმცა აქედან არ ვიცით, რამდენს შეეცვლება სტატუსი. მათთვის სპეციალურად გავხსნით ვადას მომდევნო ორშაბათს. არის 280 მასწავლებელი, რომლებსაც აქვთ 10-10 კრედიტი საგნობრივ და პედაგოგიური კომპეტენციის დადასტურების ტესტებში აღებული და მათაც ავტომატურად მიენიჭებათ სტატუსი. ამ ეტაპისთვის უფროსი მასწავლებელი გახდა 3 512, წამყვანი – 172, მენტორი – 19“,როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების დირექტორის მოადგილე ამბობს, ვინც სტატუსის ცვლილებაზე წარმოადგინა წინადადება, ყველას არ შეცვლია სტატუსი. „მენტორობაზე 14 მასწავლებლის წინადადება არ დაკმაყოფილდა. 33 მასწავლებელს სურდა მენტორობა, აქედან 19-მა მოიპოვა მენტორის სტატუსი, ხოლო 14-მა ვერა.წამყვანის სტატუსი ვერ მოიპოვა 51-მა, წარდგენილებიდან. მიზეზი იყო, ძირითადად, მათი სავალდებულო კომპონენტები, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფმა ხელახლა გადაამოწმა და აცდენა იყო შეფასებებში, შეფასების ჯგუფსა და ჩვენ მიერ ჩატარებულ შეფასებაში და აქედან გამომდინარე, მათ სტატუსები არ მიენიჭათ. მთლიანობაში, რადგან შეცვლილი აქვს სტატუსი უკვე 3 793 ადამიანს, სექტემბერში შემოტანილი 1 100 განაცხადი დაემატება ამას, 280 დაემატება 10-10 კრედიტი ვისაც აქვს ორივე გამოცდაზე მიღებული, დანარჩენს ვნახავთ, 1300 მასწავლებლიდან რამდენია მზად იმისთვის, რომ სტატუსი შეიცვალოს. ჯამურად ეს იქნება 6000- მდე მასწავლებელი, ანუ 6-ათასამდე მასწავლებელი შეიცვლის სტატუსს“, – განაცხადა მანანა რატიანმა. იხილეთ აგრეთვე:
1)ყავა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს
2)ეს საკვები პროდუქტები სიმსივნისგან დაგვიცავენ3)საინტერესო ფაქტები მომაჯადოვებელ ინდოეთზე
4)რა სიურპრიზი დახვდება მგზავრებს ''ღამის ავტობუსებში''?
5)პატარა გოგონა, რომელიც ინტერნეტს იპყრობს
6)ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხები კითხვებზე - კარგია თუ არა ყავა და როგორ გავზარდოთ მისი საშუალებით სიცოცხლის ხანგრძლივობა632 შეფასება არ არის
|