x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
"დღეს თბილისის გოგონათა გუნდისთვის უმძიმესი დღეა. ჩვენი ულამაზესი და ერთ-ერთი განსაკუთრებული წევრი - ნანუკი ყელბერაშვილი გარდაიცვალა"
image

ფეიქრების ქუჩასთან, თბილისი-შინდისის სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად დაღუპული 20 წლის გოგონა ნანუკი ყელბერაშვილი თბილისის გოგონათა გუნდში მღეროდა.

image

უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გოგონათა გუნდი განცხადებას ავრცელებს:



"დღეს თბილისის გოგონათა გუნდისთვის უმძიმესი დღეა. ჩვენი ულამაზესი და ერთ-ერთი განსაკუთრებული წევრი - ნანუკი ყელბერაშვილი გარდაიცვალა სრულიად მოულოდნელად. და დაგვტოვა ამ უსაზღვროდ შემაძრწუნებელ მწუხარებასთან. ვუთანაგრძნობთ მისი ოჯახის წევრებს და მეგობრებს. სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მის სულს. ის ყოველთვის ჩვენი დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილი იქნება იქ მარადისობაში" - აღნიშნულია თბილისის გოგონათა გუნდის განცხადებაში.


გარდაცვლილის ახლობლები უბედურ შემთვევას ფეისბუქზე ეხმაურებიან:


"შარშან ამ დღეს რა ბედნიერები ვიყავით ერთად, დღეს კი ყველას გვიჭირს დაჯერება რომ ჩვენი ულამაზესი ნანუკი ჩვენს გვერდზე აღარ იქნება. ეს სიცოცხლით სავსე გოგო, ცხოვრებაზე და ყველაფერზე შეყვარებული, გულიანი, ღიმილიანი, უფერადესი ნანუკი აღარ გაალამაზებს და გაახარებს ვეღარც ჩვენს გუნდს (ჩვენს ოჯახს), ვერც საყვარელ ადამიანებს და ოჯახის წევრებს და ვერც თავის საბას, რომლებსაც ვერანაირი სიტყვით ვერ უთანაგრძნობ", - წერს ერთ-ერთ ახლობელი.


"შვილო ნანუკი ჭკუაზე არ ვარ ეს რა დაგვემართა! ჩემო ანგელოზო სულით, გულით, უნიჭიერესო, ულამაზესო, ყველაზე თბილო და ტკბილო! ღმერთსაც კარგი უნდა იმ ქვეყნად! დაილოცოს უფალო შენი სამართალი!" - წერს 20 წლის გოგონას ახლობელი.imageimage

3
452
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
452
  
2018, 25 სექტემბერი, 23:09
ღმერთმა სასუფელევი დაუმკვიდროს....
2018, 25 სექტემბერი, 20:04
რო ვნახე თითქოს ცოცხალი იყო,,, როგორ დამენანა
2018, 25 სექტემბერი, 20:01
როგორი საშინელება მოხდა დღეს... ყველაგან წერენ ყველგან...
0 1 3