პროზა "მსხვრევადი საჩუქრები" - იგავი, რომელიც მთავარზე დაგაფიქრებთ 2018, 25 სექტემბერი, 11:16
ერთხელ, ერთ სოფელში მოხუცი ბრძენი დასახლდა. მას ძალიან უყვარდა ბავშვები და ბევრ დროს ატარებდა მათთან. საჩუქრებსაც ჩუქნიდა, მაგრამ მხოლოდ მსხვრევად სათამაშოებს. ბავშვები ყველანაირად ცდილობდნენ ნაჩუქარ ნივთებს ფაქიზად მოპყრობოდნენ, მაგრამ სათამაშოები მალე ტყდებოდა. გულდაწყვეტილი ბავშვები ტიროდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ბრძენი ისევ ჩუქნიდა საჩუქრებს, თუმცა კიდევ უფრო მყიფეს.
და ასე გრძელდებოდა... ერთხელაც, ბავშვების მშობლებმა ვეღარ მოითმინეს და ბრძენკაცს უსაყვედურეს: — შენ ბრძენი ხარ და ვიცით, რომ ჩვენს შვილებს მხოლოდ სიკეთეს უსურვებ. მაგრამ რატომ ჩუქნი ასეთ მყიფე ნივთებს? პატარები ძალიან ცდილობენ, მაგრამ საჩუქრები მაინც ტყდება და ბავშვებიც ტირიან. არადა ისეთი ლამაზი სათამაშოებია, რომ შეუძლებელია თამაში არ მოგინდეს. ბრძენს გაეღიმა და უპასუხა: — გავა სულ რამდენიმე წელიწადი და ვიღაც მათ საკუთარ გულს აჩუქებს. იქნებ ჩემმა მყიფე სათამაშოებმა ასწავლოს მათ ასეთ ფასდაუდებელ საჩუქართან ფაქიზი მოპყრობა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რომელი სიტყვაა გამოტოვებული ცნობილი ნაწარმოებების სათაურებში? - ტესტი 2. ლექსი, რომელიც აუცილებლად ორჯერ უნდა წაიკითხოთ - დააკვირდით! 3. ვინ იყვნენ მაიაკოვსკის შვილები - ისტორია, რომელიც დიდხანს უცნობი რჩებოდა 4. ეს ლექსები ყველა პატარამ ზეპირად იცის, მაგრამ იცით ვინ არის ავტორი? - ტესტი: გამოსცადეთ თავი 5. როგორ შექმნა ღმერთმა ქალი - იგავი, რომელიც მხოლოდ ქალებმა უნდა წაიკითხონ 6. ეს სიმღერა ყველამ ზეპირად იცის, მაგრამ ტექსტის ავტორი? არადა ისეთი ცნობილი პოეტია... (ტესტი) 7. სტუდენტი, რომელმაც გამოცდაზე სამოთხის არსებობა დაამტკიცა - ჰიტად ქცეული პასუხი 60 5-ს მოსწონს
|