საბუნებისმეტყველო იაპონური კოსმოსური ზონდები წარმატებით დაეშვნენ ასტეროიდ რიუგუს ზედაპირზე და პირველი ფოტოსურათებიც გამოგზავნეს 2018, 24 სექტემბერი, 9:18 იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) განაცხადა, რომ მათი კუთვნილი ორი ზონდი წარმატებით დაეშვა ასტეროიდ რიუგუს ზედაპირზე და მათ უკვე შეძლეს ზოგიერთი მასალის მოპოვებაც ამ კოსმოსური ობიექტის შესახებ. ზონდებიდან დედამიწაზე გამოიგზავნა მათი კოსმოსური მოგზაურობის ამსახველი რამდენიმე ფოტოსურათი. აპარატების დასხდომა 21 სექტემბერს განხორციელდა, თუმცა JAXA-მ არ იჩქარა განცხადების გაკეთება და დაელოდა გუშინდელ დღეს, რათა დარწმუნებულიყო ზონდების უსაფრთხო, წარმატებულ დასხდომაში.
ზონდები წარმოადგენენ პროგრამა MINERVA-II1 -ს ნაწილს და ისინი დაპროექტებულია ისეთნაირად, რომ ასტეროიდის ზედაპირზე გადაადგილება მოახდინონ სპეციალური საკისრებით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს მანძილი გადალახონ ნახტომების საშუალებით. აპარატების მიერ გამოგზავნილი პირველი ფოტოსურათები ბუნდოვანია და გადღაბნილი, რადგან ისინი გადაღებულია ნახტომის გაკეთების დროს. "გვაპატიეთ, რომ გალოდინეთ! MINERVA-II1 -ის ორი ზონდი (1a და 1b) წარმატებით დაეშვა ასტეროიდ რიუგუს ზედაპირზე. ორივე აპარატი შესანიშნავ მდგომარეობაშია და უკვე გამოგზავნეს ფოტოსურათები და მონაცემები. ჩვენ ვიცით ისიც, რომ ზონდები უპრობლემოდ გადაადგილდებიან ციური სხეულის ზედაპირზე"- ნათქვამია მისიის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც გუშინ-23 სექტემბერს გამოქვეყნდა. ეს ფოტოსურათი გამოგზავნილი იქნა ზონდ MINERVA-II1A-საგან ასტეროიდზე განხორციელებული წარმატებული დაშვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. სურათი ბუნდოვანია, რადგან ზონდი განუწყეტლივ გადაადგილდება ასტეროიდის ზედაპირზე. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მომდევნო ფოტოები უფრო სრულყოფილი და ხარისხიანი იქნება. პროგრამა უნიკალურია იმით, რომ ესაა პირველი შემთხვევაა კომოსის ათვისების ისტორიაში, როცა ასტეროიდის ზედაპირზე ერთბაშად ორი მობილური ზონდი დაეშვა. იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტოს ზონდმა MINERVA-II1-მ კი ეს ფოტოსურათი გადაიღო, რომელზეც ჩანს ასტეროიდ რიუგუს ზედაპირი და კოსმოსური აპარატი Hayabusa2, რომელმაც ზონდები ასტეროიდამდე მიიყვანა. იმისათვის, რომ დაშვება შედარებით რბილი ყოფილიყო, კოსმოსური ხომალდი Hayabusa2 ასტეროიდის ზედაპირს 55 მეტრ სიმაღლეზე მიუახლოვდა. მას შემდეგ, რაც ზონდები აპარატს მოწყდნენ და რიუგუს ზედაპირზე დაეშვნენ, აპარატმა ისევ აკრიბა სიმაღლე და გავიდა თავის ორბიტაზე რიუგუს ზედაპირიდან 20 კილომეტრის დაშორებით. ეს ფოტო კი ზონდ Ровер MINERVA-II1B-ის მიერაა გადაღებული 2018 წლის 21 სექტემბერს. სურათის მარჯვენა მხარეს ასტეროიდის ზედაპირი მოჩანს. შეგახსენებთ, რომ ასტეროიდ რიუგუს ზედაპირზე იაპონიის კოსმოსური სააგენტო კიდევ ორი ზონდის დაშვებას აპირებს; შედარებით დიდი ზომის არამობილური მოდული MASCOT ასტეროიდის ზედაპირზე ამა წლის ოქტომბერში დაეშვება, ხოლო MINERVA-ს კიდევ ერთი კომპაქტერი ზონდი -მომვალ წელს. მთავარი კოსმოსური აპარატის Hayabusa2-ის წინაშეც უამრავი სამეცნიერო ამოცანა დგას. ერთ-ერთი მათგანია-აიღოს ასტეროიდის გრუნტის ნიმუშები და გამოგზავნოს ისინი დედამიწაზე ანალიზის ჩასატარებლად. 297 8-ს მოსწონს
|