მსოფლიო კანადაში მარიხუანას ლეგალიზაციის შემდეგ "ოცნების სამსახური" გაჩნდა 2018, 23 სექტემბერი, 18:06
ქალაქ ტორონტოში, კომპანია AHLOT-მა მარიხუანას შემფასებლის ვაკანსია გამოაცხადა.
კანდიდატთა მოვალეობებში მარიხუანის სხვადასხვა სახეობის ანალიზი შედის. კომპანია მომავალ თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მხოლოდ მოხმარება საკმარისი არაა, აუცილებელია ამ ინდუსტრიაში საფუძვლიანი გარკვევა, რათა მათი გამოყენებისას ადამიანებს ყველანაირი საფრთხე აარიდონ თვიდან.
სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა თვეში 12 საათით განისაზღვრება, საათში ანაზღაურება კი 50 დოლარს შეადგენს. კანაფის მცოდნის პოზიციაზე მხოლოდ 6 ადამიანს განიხილავენ.
ბევრმა კანადურმა გამოცემამ ვაკანსიას "ოცნების სამსახური" უწოდა. კანადაში მარიხუანას მოხმარება და გაყიდვა ამ წლის ივნისიდანაა ლეგალური. კანონის მიხედვით, სრულწლოვან მოქალაქეებს 30 გრამი კანაფის ყიდვის უფლება აქვთ. 171 2-ს მოსწონს
|