სხვა ტოჩინოშინმა ტაკაიასუ დაამარცხა 2018, 23 სექტემბერი, 17:56
ლევან გორგაძემ სექტემბრის ბაშოს ბოლო დღეს იაპონელ ოძეკი ტაკაიასუს მოუგო და ტურნირი დადებითი ბალანსით (ცხრა გამარჯვება – ექვსი მარცხი) დაასრულა.
გუშინ, დადებითი ბალანსის ოფიციალურად დაფიქსირების შემდეგ ტოჩინოშინმა ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლებულმა ჩაატარა აკი ბაშოს ბოლო ორთაბრძოლა და უძლიერესი მეტოქე დოჰიოდან სწრაფად გადაიყვანა.
ქართველმა ჩემპიონმა სექტემბრის სუპერტურნირი ტრამვით იჭიდავა, თუმცა მთავარი მიზანი შეასრულა და ოძეკის ტიტული დაიცვა.
ლევან გორგაძე შემდეგ ბაშოსაც ოძეკის ანუ ჩემპიონის რანგში შეხვდება და თუ ტრავმაც აღარ შეაწუხებს იმპერატორის თასისთვისაც იბრძოლებს 146 2-ს მოსწონს
|