x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს!
image


არის სიტუაციები, როდესაც ჩვენ არ ვიცით როგორ მოვექცეთ ბავშვებს, როგორ გამოვხატოთ ჩვენი მისადმი დიდი სიყვარული, გავხადოთ ის ბედნიერი, აღმოვაჩინოთ მასში ნიჭი და მივცეთ გასაქანი... ეს ყოველივე კი, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

ფსიქოლოგებმა და გამოცდილმა პედაგოგებმა შექმნეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზების და ქმედებების ნაკრები, რომელიც მშობლის და ბავშვების ურთიერთობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.


image

უთხარით:


* «მიყვარხარ».

* «ყველაფრის მიუხედავად, მე შენ მიყვარხარ».


* «მე შენ მაშინაც მიყვარხარ, ჩემზე გაბრაზებული რომ ხარ».

* «მე შენ მაშინაც მიყვარხარ, როდესაც შენზე გაბრაზებული ვარ».

* «მე შენ მაშინაც მიყვარხარ, როდესაც ჩემგან შორს ხარ. ჩემი სიყვარული ყოველთვის შენთან არის».

* «მე რომ შემძლებოდა, ნებისმიერი ბავშვის არჩევა, მთელს მსოფლიოში, მე მაინც შენ აგირჩევდი».

* «ჩემი შენდამი სიყვარული იმდენად დიდია, რომ ის მთვარეს მისწვდება, ვარსკვლავებს შემოუვლის და უკან დაბრუნდება».

* «მადლობა».

* «მე ძალიან მომეწონა შენთან თამაში».

* «დღის მანძილზე, ჩემი საყვარელი მოგონება ის არის, როდესაც ჩვენ ერთად რაღაცას ვაკეთებდით».


image

მოუყევით:


* მათი დაბადების ან შვილად აყვანის ისტორია.

* იმის შესახებ, თუ როგორი იყო ახალშობილი, როგორ აიდგა ფეხი, როგორ დაიწყო ლაპარაკი...

* იმის შესახებ, როგორ შეურჩიეთ სახელი.

* საკუთარ თავზე, როდესაც მის ასაკში იყავით.

* ბებიებზე, ბაბუებზე და სხვა ახლო ნათესავებზე.

* რომელია თქვენი საყვარელი ფერი.

* რომ არის მომენტები, როდესაც თქვენც გიჭირთ (მიუხედავად იმისა, რომ ასაკით უფროსი ხართ).

* ის რომ, როდესაც მისი ხელი გიჭირავთ და 3-ჯერ ზედიზედ მოუჭერთ, ეს საიდუმლო კოდია, რომელიც «მიყვარხარ»-ს ნიშნავს.

* თქვენი გეგმების შესახებ.

* რითა ხართ დაკავებული მოცემულ მომენტში.


image

მოუსმინეთ:


* თქვენს შვილს მანქანაში.

* რას ჰყვება ბავშვი თავისი სათამაშოების შესახებ; დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისთვის.

* პრობლემას, რომელშიც ბავშვს თქვენი დახმარება ესაჭიროება.

* იმაზე მეტხანს, ვიდრე ამის საშუალებას საკუთარი მოთმინება გაძლევთ.

* გრძნობებს, რომლებიც ბავშვის სიტყვების უკან დგას.


image

ჰკითხეთ:


* «როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ეს? ».

* «როგორ ფიქრობ, რა იქნება, თუ..?».

* «ეს როგორ უნდა გავიგოთ?».

* «რაზე ფიქრობ?».

* «დღეს კარგი რა მოხდა?».

* «რას ფიქრობ, როგორი გემო აქვს?».


image

გამოყავით დრო:


* რომ ბავშვთან ერთად სადილი მოამზადოთ.

* მასთან ერთად იაროთ სუპერმარკეტებში და სხვა სახის დაწესებულებებში.

* ბავშვის ტემპში შეასრულეთ დავალება, ნუ აგრძნობინებთ, რომ ნელა აზროვნებს.

* ითამაშეთ მასთან ერთად ან უბრალოდ იქ იყავით, ვიდრე ის თამაშობს. კარგი იქნება, თუ მასთან ერთად იატაკზე ითამაშებთ, ასაწყობი თამაშებით.

* ბავშვის კერძს ან დესერტს მიეცით «სმაილის» ფორმა.


image

დაივიწყეთ:


* თქვენი აზრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს სწორად.

* თქვენი მოთხოვნილება, რომ იყოთ მართალი.


გაეცით:


* ბავშვს ყოველთვის კეთილი თვალებით უყურეთ.

* გაიღიმეთ, როდესაც ბავშვი ოთახში შემოდის.

* თუ შეგეხოთ, აუცილებლად მოეფერეთ, საპასუხოდ.

imageდა კიდევ:

image«დაალაგე სათამაშოები!», «დაიბანე ხელები!», «ჩქარა წადი დასაძინებლად!» — ამ მითითებების შესრულებას ბავშვები რატომღაც არასოდეს ჩქარობენ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მათ არ უნდათ დროის დახარჯვა ასეთ უინტერესო საქმეებზე. ერთადერთი საშუალება რომ ბავშვმა სწრაფად შეასრულოს დავალება ის არის, რომ ეს ყველაფერი, მათთვის საინტერესო გახადოთ. დაღლილი მშობლები იტყვიან: სამაგისოდ არა გვცალია, მაგის ძალა და ნერვები არა გვაქვს, არ ვიცით… რა თქმა უნდა იცით! უბრალოდ, თამაშში უნდა ჩაერთოთ. ბავშვსაც ესიამოვნება და თქვენც გახალისდებით... გაგრძელება

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageბავშვები: მოლოდინი და რეალობა
შევარჩიეთ სათამაშო ბავშვის ასაკის (1-5 წ.) გათვალისწინებით

როგორ შევარჩიოთ შინაური ცხოველი ბავშვისთვის?


0
252
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0