ქალი და მამაკაცი როგორი მამაკაცი ინადირებს ქალის გულს? 2018, 22 სექტემბერი, 3:28 „მუდამ მეტად გიყვარდეთ, ვიდრე უყვარხართ...'' სიყვარული რაიმესადმი აღძრული მღელვარებაა, იქნება ეს ადამიანი თუ შოკოლადი. სურვილი, გატაცება და ბოლოს, მიჯაჭვულობა. სიყვარულის პიკში რჩეულები შედიან, სიცოცხლე არ სურთ საყვარელი ვინმეს/რამის გარეშე, მისი ტკივილი საკუთარზე ღრმა ხდება, მონატრება - სამუდამო. ''სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?'' ყველაზე ფასეული განცდა. ძველი ბერძნები რვა სახის სიყვარულს ცნობდნენ: Philautia საკუთარი თავის მიღება; Storge თბილი გრძნობა ოჯახის წევრებისადმი; Philia მეგობრული სიყვარული (ვნების გარეშე); Eros ეროტიკული/ხორციელი სიყვარული; Ludus ბავშვური ახირება, ფლირტი/ეიფორია; Mania აკვიატებული, შემაწუხებელი სიყვარული (ეგოისტური გამოვლინებით); Pragma მომწიფებული, ცოლ-ქმრული სიყვარული; Agape ღვთიური, უპირობო სიყვარული. პროფესორ ფიშერის დაკვირვებით, კაცები განსხვავებულად აღიქვამენ სიყვარულს: ''მამაკაცებს ტვინში მხედველობაზე პასუხისმგებელი უბანი აქვთ გააქტიურებული, ქალებს - მეხსიერების მაკონტროლებელი''. მათთვის უპირატესი გარეგნობაა, ქალებისთვის კი, ხასიათი. ტოპ-10 თვისება, რომელსაც გოგონა თავის ''პრინცში'' ეძებს: 10) სპონტანური.9) დაჟინებული.8) შთამაგონებელი.7) დაფიქრებული.6) იუმორის გრძნობით.5) გულისხმიერი.4) პოზიტიური.3) გამგები.2) გულახდილი.1) პატივისმცემელი.+მიზანდასახულობა. იცოდე, რა გსურს ცხოვრებაში, შთამბეჭდავია. 195 1-ს მოსწონს
|