საბუნებისმეტყველო უზარმაზარი ტყე, რომელიც მხოლოდ ერთი ხისგან შედგება 2018, 21 სექტემბერი, 9:37 ინდოეთის ქალაქ ჰაორის ბოტანიკურ ბაღში არის ტყე, რომლის ფართობი 14 493 კვადრატული მეტრია. ერთი შეხედვით, თითქოს აქ უცნაური არაფერია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს უზარმაზარი ტყე შედგება მხოლოდ ერთი ხისგან. ეს გახლავთ დიდი ბანიანი ანუ ბენგალური ფიკუსი, რომელიც ცნობილია, როგორც ყველაზე დიდი ვარჯის მქონე ხე მსოფლიოში.
ცნობები ვიკიპედიიდან: Ficus bengalensis (Ficus indica) დიდი ზომის ხეა, ეპიფიტის მსგავსად განვითარებას იწყებს სხვა რომელიმე ხის ტოტზე მოხვედრილი თესლიდან. ბანიანის წვრილ ღეროს მრავალრიცხოვანი საჰაერო ფესვი უვითარდება, რომელიც სწრაფად ეშვება ნიადაგში და ძლიერ იტოტება; ფესვების საჰაერო ნაწილი კი სქელდება და გარდაიქმნება მსხვილ სვეტებად, რომელთა გარშემოწერილობა 10 მ-ს აღწევს. ბანიანის გაშლილი ვარჯი მთლიანად ფარავს პატრონ მცენარეს და იწვევს მის სიკვდილს. ამგვარად, ერთი თესლიდან თითქოს მთელი ტევრი იქმნება. ჰაორის ბანიანის ასაკი 250 წელზე მეტია, თუმცა მისი ზუსტი ხნოვანება გამოთვლილი არაა. მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ბანიანის ხემ გაუძლო ორ ციკლონს ( 1884 და 1886 წლებში), 1925 წელს ის დაავადდა სოკოთი, რის გამოც იძულებული გახდნენ ამოეძირკვათ მისი ძირითადი ზრო. მიუხედავად ამ სერიოზული ოპერაციისა, ხე მაინც აგრძელებს სიცოცხლეს ათასობის საჰაერო ფესვის წყალობით, რომლებიც ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ეს ტყეა და არა განცალკევებულად მდგარი ერთადერთი ხე. სულ ეს იყო, თუმცა კიდევ ერთს დავამატებდი: თქვენც ჩემსავით გაგიჩნდათ სურვილი, ადგილზე გეხილათ ეს საოცარი სილამაზე? 3748 10-ს მოსწონს
|