სხვა ორი კორეა-მსგავსება და განსხვავება ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 2018, 20 სექტემბერი, 17:29 70 წელიწადზე მეტია კორეა გაიყო ორად, ამ ბოლო ხანს ორმა ქვეყნამ დაიწყო ერთმანეთთან დაახლოების ძიების გზები და ცდილობენ დაივიწყონ ძველი წყენა და მოიშუშონ იარები, სანამ ეს მოხდება ფოტოგრაფმა ედ ჯონსმა გადაწყვიტა ეჩვენებინა ერთდროულად ამ ორი ქვეყნის მსგავსება და განსხვავება.(შენიშვნა: ზედა ფოტოებზე ჩრდილეთ კორეაა ასახული, ქვედაზე სამხრეთი)
1) ზედა ფოტოზე 9 წლის გოგონა პოზირებს ბავშვთა მსოფლიო დღის აღსანიშნავ ზეიმზე ფხენიანში, ქვედა ფოტო კი 10 წლის გოგონა სეულის მოდის კვირეულიდან, განსხვავება აშკარაა, გოგონას ჩრ.კორეიდან ჩაცმულობაში უფრო ეროვნული შტრიხები ჭარბობს, ხოლო სამხრეთელში ევროპული სტილი. 2)გასართობი პარკი "მანსუ"ფხენიანში და გასართობი პარკი Carribean Bay სეულში. 3)სროლის ინსტრუქტორები ფხენიანში და სეულში, სეულელ ინსტრუქტორს აშკარად "ამერიკული პოზა" აქვს მიღებული. 4)სტუდენტები ფხენიანის და სეულის მოედნებზე, ჩრ.კორეელი სტუდენტის ჩაცმულობა უფრო კონსერვატიულია და ჩარჩოებშია მოქცეული. 5)გასართობი პარკის თანამშრომლები ფხენიანში და სეულში. 6)კვების საწარმოს თანამშრომელი ქალები საპორტო ქალაქ ვონსანიდან(ჩრ, კორეა) და ქარხანა Spam-ის თანამშრომლები სეულიდან. 7) კომპიუტერული კლასი Scitech ფხენიანში და კომპიუტერული კლასი სეულის იონსეის უნივერსიტეტიდან. 8)ჩრ.კორეელი ფერმერი ჟენშენის მინდვრის ფონზე(ქალაქი კესონი) და სამხრეთ კორეელი ფერმერი საკუთარ მიწის ნაკვეთზე, უკან ჩანს დემილიტარიზებული ზონა- ორი ქვეყნის საზღვარი. 9)ქალი ჩუჩხეს მონუმენტის ფონზე ფხენიანში და ქალი იუკსამ ბილდინგის ცათამბჯენზე. 10) 34 წლის მამაკაცი ქალიშვილთან ერთად ფხენიანის სუპერმარკეტში და მამაკაცი შვილთან ერთად სუპერმარკეტ "ბუნდან-გუ"-ში სეულის მახლობლად. 11)ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეაში. 12) მამაკაცი ტურისტული ნავით მდინარე ტედონგანზე(ჩრ.კორეა) და მამაკაცი საწყლოსნო სპორტული ნავით (სამხრეთ კორეა) ასევე დაგაინტერესებთ
7 "გამოგონება", რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს
კომუნისტური მორალი-ჩრ. კორეაში მოკლე კაბა აკრძალეს
მართლა ასეთი საშინელია ჩრდილოეთ კორეა როგორც პროპაგანდა გვარწმუნებს?(ვიდეო)
175 4-ს მოსწონს
|